თამაშგარე

11:05 | 30.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფერნანდო ალონსო ცოლს შორდება

ფორმულა1-ის გუნდის პილოტი ფერნანდო ალონსო და პოპულარული ესპანელი მომღერალი რაკელ დელ როსარიო, მცირეხნიანი თანაცხოვრების შემდეგ, ერთმანეთს შორდებიან. ამის შესახებ ევროპული პრესა ცოტა ხნის წინ ალაპარაკდა.
რაკელმა და ფერნანდომ საჯაროდ განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე მიიღეს და ამის მიუხედავად, მაინც კარგ მეგობრებად დარჩებიან. ისინი პრესის წარმომადგენლებს სთხოვენ, პატივი სცენ მათ უფლებებს პირად ცხოვრებაზე და უხეში ჟესტებით ნუ ჩაერევიან და ზედმეტ ჭორებს ნუ ააგორებენ.
შეგახსენებთ, რომ ახლახან დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ალონსომ საერთო ჩათვლაში მეოთხე ადგილი დაიკავა. მომდევნო სეზონზე კი, მან კონკურენცია უნდა გაუწიოს სებასტიან ფეტელს. ვნახოთ, აისახება თუ არა ოჯახის დანგრევით გამოწვეული ტრავმა ფერნანდოს სპორტულ კარიერაზე…
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.16699