თამაშგარე

11:00 | 2.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ფერი-ფერსა” აილტონურად

ალბათ ბევრი წყვილი გინახავთ, რომელთა ხილვისას “ფერი-ფერსაო” – დაგცდენიათ. მაგრამ, ვეტერანი ბრაზილიელი ფორვარდის, აილტონის მეუღლე იმდენად შეეფერება თავის ქმარს, რომ ერთი შეხედვით წარმოუდგენელიც კია, ბრაზილიელ მობურთალს ცოლად სხვა ქალი რომ მოეყვანა.

გერმანიის ბუნდესლიგაში მრავალი გოლის გამტანი ჩაპუტკუნებული ბრაზილიელი, ორი ქალიშვილის მამაა. მისი მეუღლე, როსალია სანტოსი, თავის დროზე, ჩოგბურთით იყო გატაცებული და მისი სხეულის სპორტული ფორმებიც, სწორედ ჩოგბურთის დამსახურებაა.

ქმრის მსგავსად, ქალბატონი როსალიაც, მხიარული ადამიანი ყოფილა. ბრაზილიაში აილტონს ხუმრობით “მონსტრს” ეძახიან, რაზეც როსალია სანტოსი ხშირად ხუმრობს. ამჟამად ცოლ-ქმარი კულინარიითაა დაინტერესებული და მათ სუფრაზე დაჯდომა მართლაც რომ ერთ რამედ ეღირება... 

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159476