ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელის, რიო ფერდინანდის ცოლმა, რებეკა ელისონმა თვითონ ხომ იწვალა და იწვალა, სხვის საქმეებში ცხვირის ჩამყოფი ხალხიც ბევრი აწვალა და საბოლოო ჯამში მაინც აღიარა, რომ მისი მკერდის სიკოხტავე პლასტიკური ქირურგების დამსახურებაა.
ინგლისური “ყვითელი“ პრესა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გააოგნა რებეკას მკერდის უცაბედმა ზრდამ და ჩამრგვალებამ და ამის შესახებ ეჭვი თავიდანვე გამოითქვა, ელისონის ქალი ალბათ სილიკონის დიდი პატივისმცემელია, თორემ მის ასაკში მკერდის ასეთი ზრდა სადაური წესიაო...
ერთი სიტყვით, ბრიტანელმა ბულვარულმა მედიამ არადა არ მოასვენა რიო ფერდინანდის ცოლი და ბოლოს ეს უკანასკნელიც გატყდა – მკერდი დიახაც ხელოვნურად გავიზარდე და ახლა მაინც დამანებეთ თავიო. ისე, შენ ხელოვნურად გაზრდილი ეძახე და...







