“მანჩესტერ იუნაიტედის” ვეტერანი ცენტრალური მცველი რიო ფერდინანდი გუნდს 2 კვირით გამოაკლდა. ამის მიზეზი “სუონსისთან” გამართულ მატჩში მიღებული ტრავმაა.
ფერდინანდმა დაზიანება ასოციაციის თასზე მიიღო. თავდაპირველი ვარაუდით, 35 წლის ფეხბურთელის ტრავმა სერიოზული იყო, მაგრამ BBC-ს ცნობით, მას მხოლოდ 2 კვირის გამოტოვება მოუწევს.
მიმდინარე სეზონში, ეს ფერდინანდისთვის მე-3 ტრავმაა. წინა 2 დაზიანების გამო, ინგლისელმა ფეხბურთელმა ლაზარეთში, საერთო ჯამში, 2 თვე დაჰყო. მე-2 ტრავმის მორჩენის შემდეგ, ფერდინანდი “სუონსისთან” პირველ მატჩს ატარებდა. პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშებაში, ვეტარენი ფეხბურთელის ანგარიშზე მხოლოდ 7 თამაშია.