ფეხბურთი

15:42 | 16.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფელაინი დებიუტით კმაყოფილია

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეული მარუან ფელაინი ახალ გუნდში დებიუტით კმაყოფილია. “კრისტალ პალასთან” მატჩში (2:0), ბელგიელმა მოედანზე უკანასკნელი ნახევარი საათი გაატარა.

“კმაყოფილი ვარ იმით, რომ “კრისტალ პალასთან” მატჩში ჩემი დებიუტი შედგა და დაკისრებულ მოვალეობას თავი გავართვი. ახლა “ლევერკუზენთან” მატჩს მოუთმენლად ველი, რადგან ჩემპიონთა ლიგაში არასდროს მითამაშია”, - უთხრა ნახევარმცველმა Sky Sports-ს.

შეგახსენებთ, რომ ფელაინის სანაცვლოდ, “მანჩესტერმა” “ევერტონს” 27 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაუხადა.

 

0.105583