ჩოგბურთი

9:08 | 28.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფედერერმა და ჯოკოვიჩმა საწყისი ბარიერი დაძლიეს

 მსოფლიო რეიტინგსიის ლიდერმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა და დიდი სლემის ტურნირების სარეკორდო რაოდენობით მომგებმა როჯერ ფედერერმა აშშ-ის ღია პირველობის წლევანდელ ტურნირზე სტარტი სამსეტიანი მოგებებით აიღეს. ჯოკოვიჩმა საათსა და 20 წუთში იოლად მოუგო ლიტვის წარმომადგენელ რიჩარდას ბერანკისს 6:1, 6:2, 6:2, ფედერერმა კი სლოვენიელ გრეგა ჟემლიას 6:3, 6:2, 7:5 სძლია.

სადღეისოდ კლასიფიკაციის მეშვიდე ნომერმა როჯერმა რეიტინგსიის 62-ე საფეხურზე მყოფი ბალკანელი ჟემლიას საათნახევარი მოანდომა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში 32 წლის შვეიცარიელმა 12 ეისი შეასრულა და ჟემლიასთან ურთიერთშეხვედრების ანგარიში 3:0 გახადა.

აშშ-ის ღია პირველობის მეორე წრეში ფედერერი არგენტინელ კარლოს ბერლოკს შეხვდება.

0.112406