ფეხბურთი

14:07 | 30.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ფანცხავას დუბლი, უდანაკარგო “საბურთალო”

უმაღლესი ლიგის მატჩების პარალელურად თამაშები გაიმართა პირველ ლიგაში. მოგითხრობთ პირველი ლიგის ა ჯგუფის შეხვედრათა შესახებ.

ა ჯგუფის მე-6 ტურში ხარაგაულში ადგილობრივმა “ჩხერიმელამ” გასავარდნ ზონაში მყოფ “მაჭახელას” უმასპინძლა. მატჩის ერთადერთი გოლი საწყის წუთებში გავიდა, მე-5 წუთზე ოთარ ტორაძემ გაიტანა. 22 წლის ნახევარმცველი 2011-2012 წლებში უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა მარტვილის “მერანის” მაისურით და შესაძლოა მეგრელთა შემადგენლობაში მოასპარეზე ახსოვდეს გულშემატკივარს.

ხარაგაულელთა გუნდში თამაშობს მეკარე გიორგი ძაძამია, რომელიც 2010 წელს სლოვენიასთან ამხანაგური თამაშის წინ ეროვნულ ნაკრებში გამოიძახა თემურ ქეცბაიამ. “მაჭახელას” რიგებში გამოდის ლერი ხოხონიშვილი. თბილისის “თბილისის” ყოფილი ფეხბურთელი.

კარგი თამაში გამოვიდა საგურამოს საფეხბურთო კომპლექსის მინდორზე. “სასკომ” მატჩის დამატებით წუთებში გაუშვა გოლი “ლოკომოტივისგან,” სტუმრები ქულის გარეშე დარჩნენ.

ანგარიში მასპინძელთა მოთამაშე გიორგი მაკასარაშვილმა გახსნა. ტაიმის მიწურულსა და მეორე ტაიმის დასაწყისში გიორგი მანწკავასა და სოსო მალანიას გოლებით “სასკო” დაწინაურდა.

32 წლის მანწკავა გამოცდილი ფეხბურთელია. თამაშობდა ივო შუშაკის “დინამოში,” ხოლო შემდეგ ბევრი სხვა ქართველი პერსპექტიული მოთამაშის მსგავსად ნიჭის სრულად გამოვლენა ვერ შეძლო.

გაშვებული გოლების შემდეგ ახალგაზრდა მოთამაშეები არ გატყდნენ. 89-ე და 92-ე წუთებზე გაიტანეს - ჯერ გაათანაბრეს, ხოლო მალევე გამარჯვების მომტანი გოლიც შეაგდეს. გოლები მამია გავაშელიშვილისა და რატი არდაზიშვილის ანგარიშზეა. გავაშელიშვილს ქუთაისის “ტორპედოს” მაისურით უთამაშია უმაღლეს ლიგაში, ხოლო არდაზიშვილი პირველ ნაბიჯებს დგამს პროფესიულ ფეხბურთში.

“სასკოში” ბევრი გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს. გამოვარჩევდი გიორგი ქუცურუას. იგი თბილისის “დინამოს” აღზრდილია და პირველ გუნდშიც უთამაშია. 2004 წელს, როცა “დინამო” ჯგუფურ ეტაპზე მოხვდა 17 წლის ქუცურუამ ლისაბონის “სპორტინგის” წინააღმდეგ ითამაშა, თუმცა შემდეგ ძირითადად მეორე ეშელონის ქართულ კლუბებში განვლო კარიერა.

“ეროსი მანჯგალაძეზე” გოლის გატანის გემო გაიხსენა “ლე მანისა” და ხარკოვის “მეტალისტის” ყოფილმა შემტევმა, 24 წლის ვახტანგ ფანცხავამ. 35-ე და 47-ე წუთებზე “ჭიათურას” შეუგდო.

ფანცხავა წყალტუბოშია დაბადებული, ამ ქალაქში გაიზარდა და მშობლიური მხარის გუნდში უწევს თამაში.

მატჩის მიწურულს ნიკა გაფრინდაშვილმა თერთმეტმეტრიანით სხვაობა შეამცირა, თუმცა ხვიჩა ქასრაშვილის მოთამაშეებმა გათანაბრება ვერ მოახერხეს. ასევე უნდა ითქვას, რომ ჭიათურელთა ერთ-ერთი ლიდერი, “ამერის” საფეხბურთო სკოლის აღზრდილი და “გაგრას” ყოფილი ნახავარმცველი 22 წლის თორნიკე მოსიაშვილი მე-10 წუთზე დაშავდა და შესაცვლელი გახდა.

“ჭიათურას” შემადგენლობაში თამაშობს პირველი ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მცველი, 22 წლის ლაშა ხაჭაპურიძე. მას უმაღლეს ლიგაშიც უთამაშია. ლაშას კარგად შეუძლია ართმევაზე თამაში.

“ლაზიკასთან” საშინაო შეხვედრაში ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო “საბურთალომ.”პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა, ხოლო მეორე ნახევრის მიწურულს 77-ე წუთზე ალთუნაშვილმა გახსნა ანგარიში, ხოლო 81-ე წუთზე ხარაიშვილმა თერთმეტმეტრიანით გაიტანა.

“საბურთალო” უდანაკარგო ასპარეზობს. ექვსი მატჩიდან ექვსი მოგება ბრწყინვალე შედეგია. აღსანიშნავია, რომ გუნდმა მხოლოდ ორი გოლი გაუშვა, რაც დაცვითი ხაზისა და მეკარის კარგ თამაშზეც მიუთითებს.

მეექვსე ტურის გამოტოვებული შეხვედრა სტუ-სა და “ადელს” შორის ხვალ გაიმართება.

 

ჩხერიმელა – მაჭახელა 1:0 (1:0)

ხარაგაული, სოსო აბაშიძის სახელობის სტადიონი, 100 მაყურებელი

ჩხერიმელა: ძაძამია, გვეტაძე, ლურსმანაშვილი, მეტრეველი, ტორაძე (გაბრიჭიძე 62), ბაბუნაშვილი, გიორგი კიკნაძე (გიორგობიანი 74), პეტავა (გუგა კიკნაძე 81), ტუხაშვილი, მაჭავარიანი (ჩიხლაძე 79), აშვეთია

მთავარი მწვრთნელი: გიორგი შავგულიძე

მაჭახელა: ხარშილაძე, დემურაძე (თოდაძე 71), ჟვანია, ხოხონიშვილი, მამულაძე, ფუტკარაძე, ლორია, ქორიძე, დუმბაძე, სირაბიძე (ქურდობაძე 59), ბუხაიძე

გოლი: 1:0 ტორაძე (5)

მთავარი მსაჯი: ხვიჩა გაგნიძე

გაფრთხილება: ლორია (58), ფუტკარაძე (64)

ლოკომოტივი – სასკო 3:2 (1:1)

საგურამო, “საგურამოს საფეხბურთო კომპლექსი.”200 მაყურებელი

ლოკომოტივი: ტყემალაძე, გაბაძე, მაკასარაშვილი (კანჭაშვილი 73), კუსიანი, სულთანიშვილი, ლუკავა, კიკნაძე (გუჯაბიძე 70), დუმბაძე (არდაზიშვილი 63), გავაშელიშვილი, ღვინაშვილი, ლეჟავა (წივწივაძე 46)

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

სასკო: შერმადინი, მახათაძე, სალარიძე, გაგნიძე, მანწკავა, ქუცურუა, რაჟამაშვილი, ახვლედიანი, მოგელაძე, მალანია (ვაშაკიძე 70), ღირდალაძე (ქურდაძე 81)

მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი: დავით თაქთაქიშვილი

გოლი: 1:0 მაკასარაშვილი (15), 1:1 მანწკავა (41), 1:2 მალანია (60), 2:2 გავაშელიშვილი (89), არდაზიშვილი (90+2)

მთავარი მსაჯი: გიორგი ვარდიძე

გაფრთხილება: რაჟამაშვილი (18), დუმბაძე (34), მახათაძე (41)

სამგურალი – ჭიათურა 2:1 (1:0)

სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე,” 200 მაყურებელი

სამგურალი: კუჭუხიძე, ბიბილაშვილი, შალამბერიძე (ბრეგვაძე 65), ჯანაშია (ლობჟანიძე 90), ბანძელაძე, მეტონიძე, ჩინჩალაძე (თევდორაძე 46), ვახტანგ ფანცხავა (ღვიტიძე 62), ხვადაგიანი, ალეკო ფანცხავა, კაკუშაძე

მთავარი მწვრთნელი: გიორგი გოგიაშვილი

ჭიათურა: გაფრინდაშვილი, ცუცქირიძე, გაფრინდაშვილი, ხაჭაპურიძე, ნიჟარაძე, მაისურაძე, მოსიაშვილი (ჯობინაშვილი 10), შუბითიძე (ლინკოლნი 53), კუჭაშვილი (ლობჟანიძე 46), ხაჭიპერაძე, ვალისონი

მთავარი მწვრთნელი: ხვიჩა ქასრაშვილი

გოლი: 1:0, 2:0 ფანცხავა (35, 47), 2:1 გაფრინდაშვილი (თერთმეტმეტრიანი, 82)

მთავარი მსაჯი: ირაკლი კვირიკაშვილი

გაფრთხილება: ჯობინაშვილი (20), ხაჭიპერაძე (45), მეტონიძე (84)

საბურთალო – ლაზიკა 2:0 (0:0)

თბილისი, “ბენდელა,” 200 მაყურებელი

საბურთალო: ქურდაძე, მარგველაშვილი, ტაბიძე, დიოპი (ალთუნაშვილი 46), იაშვილი, ხარაიშვილი (რუხაძე 85), ხორხელი (მამუჩაშვილი 85), ბიძინაშვილი (ბარამიძე 74), რეხვიაშვილი (ბლიაძე 79), ჩაბრაძე, გოშთელიანი

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

ლაზიკა: მაქაცარია, ტყებუჩავა, ხუხია, ჭითანავა, კუტალია, შონია (ლომაია 70), ჩხაიძე (ქარდავა 83), სამსეიშვილი (დემიანოსი 79), გაგუნი, ჭკადუა, ცაავა (ცაგარეიშვილი 62)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი თურმანიძე

გოლი: 1:0 ალთუნაშვილი (77), 2:0 ხარაიშვილი (თერთმეტმეტრიანი, 81)

მთავარი მსაჯი: ბაკურ ნინუა

 

 

დიმა შარიქაძე

0.139172