ჭადრაკი

21:56 | 21.01.2011 | ნანახია [] - ჯერ

ფანცულაია ფინალშია და მეტოქეს ელოდება

დასასრულს მიუახლოვდა ვაჟ  მოჭადრაკეთა 70-ე ეროვნული ჩემპიონატი, რომელსაც ვერის ბაღში მდებარე თბილისის ჭადრაკის სასახლე მასპინძლობს. შეგახსენებთ, რომ აპსრეზობა ოლიმპიური, ნოკაუტსისტემით მიმდინარეობს.
ლევან ფანცულაიამ მე-3 ეტაპის მე-4 კლასიკურ პარტიაში, ზედიზედ სამი ყაიმის შემდეგ, გიგა ყუფარაძის დამარცხება შეძლო, 2,5:1,5 გაიმარჯვა და ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. რაც შეეხება ლუკა პაიჭაძე-დავით ზარქუას წყვილს, ზაქრუა მე-4 პარტიამდე ლიდერობდა, მაგრამ პაიჭაძემ შეძლო კლასიკური პარტიების დასკვნითი შეხვედრა მოეგო და ანაგრიში გაათანაბრა - 2:2.
ამრიგად, პაიჭაძე-ზარქუას შორის საუკეთესოს ტაი ბრეიქი გაარკვევს, რომელიც 22 იანვარს, 15.00 საათზე დაიწყება.
აღნიშნულ წყვილს შორის გამარჯვებული ფანცულაიას, ხოლო დამარცხებული ყუფარაძეს შეხვდება, რომელიც შესაბამისად, ოქროსა და ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ.
როლანდ ლაბუჩიძე


 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101277