ქართველი სპორტსმენები

20:48 | 16.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულია 11 მოხსნით დაბრუნდა

მცირე ტრავმის გამო 1 მატჩის გამოტოვების შემდეგ, ზაზა ფაჩულია მოედანს დაუბრუნდა და დღეს, გამთენიისას, ინდიანაში, "პეისერსის" წინააღმდეგ ითამაშა. თუმცა მისმა "მილუოკიმ" ვერაფერი გააწყო ლიგის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდთან და შეხვედრა უიმედოდ 77:104 დათმო.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 24:42 წუთი გაატარა. ზაზა ძალიან აქტიური იყო და ინდიანელთა ფარს 14-ჯერ შეუტია, თუმცა მხოლოდ 2 ჩააგდო. 4 ქულასთან ერთად ფაჩულიამ მატჩში უმეტესი 11 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ბურთი არც დაუკარგავს, არც ჩაუჭრია და არც დაუფარებია. მნიშვნელოვანი ის გახლდათ, რომ ქართველმა კალათბურთელმა 11 მოხსნიდან 9 მეტოქის ფარზე მოაგროვა.

0.128851