ფეხბურთი

18:50 | 9.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ფაბრეგასი: “ბარსელონადან” წასვლაზე არც მიფიქრია”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველი სესკ ფაბრეგასი, სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე, “მანჩესტერ იუანაიტედში” მის შესაძლო გადასვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ჭორებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მას მშობლიური კლუბის დატოვებაზე არც კი უფიქრია.

“ბარსელონაში” თამაში ბავშვობიდან მსურდა. დავტოვე კლუბი, რომელმაც ჩემთვის ბევრი გააკეთა, მაგრამ აზრი არ შემიცვლია. “ბარსასთან” ერთად წარამტებების მიღწევა ჩემი დიდი ოცნებაა და ამას ვერავინ შეცვლის. ამ საკითხში ეჭვი არასდროს შემპარვია და ყოველთვის მშვიდად ვიყავი.

დიდი მადლობა ბართომეუს, სუბისარეტას, ვილანოვას, ტატა მარტინოს... ყველა მათგანი დარჩენას მირჩევდა. ჩემი “ბარსელონაში” დარჩენა ეჭქვეშ არასდროს დამდგარა არც თავად ჩემი და არც კლუბის მხრიდან. თავს ყოველთვის საჭირო მოთამაშედ ვთვლიდი.

აქ დარჩენაზე მეტი არანაირი ფიქრი არ მქონია. არავის ვატყუებ და არაფერს ვმალავ. “ბარსელონაში” ბედნიერი ვარ. არცერთ სხვა კლუბთან საუბარი არ მქონია. ჩემი სინდისი სუფთაა.” – ციტირებს ფაბრეგასის სიტყვებს “ბარსელონას” ოფიციალური ვებგვერდი.

0.116485