ფეხბურთი

17:02 | 15.04.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ევროპის თასი – საქართველო” – 8 გუნდი გამოვლინდა და ჯგუფებში განაწილდა

 

როგორც “მსოფლიო სპორტი”უკვე წერდა, 7-12 ივლისს ბერლინში გაიმართება დიდი საერთაშორისო ტურნირი 2001 წელს დაბადებულ ბავშვთა შორის. ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან იქნებიან ამ ასაკის ბავშვთა გუნდები და მათ შორის, ერთი საქართველოდანაც. ბერლინის ტურნირზე ქართული გუნდის მივლინება ლევან კობიაშვილის ინიციატივაა. სწორედ ფონდი “კობი და მეგობრები” ჩაუდგნენ სათავეში ამ საქმეს.      

“ევროპის თასი – საქართველო”: ასე ჰქვია ამ ფესტივალს. სულ 44 ქართული გუნდი იბრძოდა ბერლინის საგზურისთვის, გაიმართა შესარჩევი თამაშები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, საბოლოოდ კი ფინალური ეტაპის მონაწილე 8 გუნდი გამოვლინდა.

ფინალური ეტაპი 26-27 აპრილს გაიმართება. 8 გუნდი 2 ჯგუფად განაწილდა. წილისყრა, რომელიც კობიაშვილის მეგობრებმა ჩაატარეს (დავით მუჯირმა და ზაზა ზამთარაძემ),  საზოგადოებრივი მაუწყებლის I არხზე, პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა. აქვე, ჯგუფებიც:

A ჯგუფი: ავაზა (თბილისი), შუქურა (ქობულეთი), საბურთალო (თბილისი), შიდა ქართლი.

B ჯგუფი:  ნორჩი დინამოელი (თბილისი), ზუგდიდი, დინამოს აკადემია (თბილისი), ტორპედო 2011 (ქუთაისი).    

A ჯგუფის მატჩები “საბურთალოს” სტადიონ “ბენდელაზე” გაიმართება, B ჯგუფისა კი – “დინამოს აკადემიის”მინდვრებზე.

26 აპრილს ჯგუფური მატჩები ჩატარდება: 20-20 წუთიანი ტაიმებით. 27 აპრილს კი “ევროპის თასი – საქართველოს” ნახევარფინალები და ფინალი გაიმართება.   

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.119279