ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატს ჭადრაკში, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, ერთპიროვნული ლიდერი ჰყავს. ლიტველმა ვიქტორია ჩმილიტემ ზედიზედ მე-4 გამარჯვება რუს ნადეჟდა კოსინცევასთან იზეიმა და ტურნირს სათავეში ქულათა მაქსიმუმით ჩაუდგა.
ჩმილიტეს ნახევარი ქულით სამი მოჭადრაკე ჩამორჩება – სომეხი ელინა დანიელიანი, ბელა ხოტენაშვილი და რუსი ანასტასია ბოდნარუკი. მე-4 ტურში, ხოტენაშვილი თეთრი ფიგურებით სწორედ დანიელიანს ეთამაშა და ყაიმი 21-ე სვლაზე გააფორმა, ბოდნარუკმა კი, ასევე თეთრებით სოფიკო გურამიშვილს სძლია.
3.0 ქულა ერთბაშად ოცდახუთ მოჭადრაკეს მოუგროვდა, რომელთა შორის 8 ქართველია: ლელა ჯავახიშვილი, ნინო ხურციძე, ნაზი პაიკიძე, მაკა ფურცელაძე, ნინო ბაციაშვილი, სოფიკო ხუხაშვილი, სალომე მელია და ინგა ჭარხალაშვილი.
ჯერჯერობით, ვერ ყოჩაღობს ევროპირველობაზე ქართველთაგან საუკეთესო რეიტინგის (2557) მქონე ნანა ძაგნიძე. რუმინელი ბულმაგას დამარცხების შემდეგ, იგი ფურცელაძეს, ლომინეიშვილსა და მიქაძეს დაუზავდა და 2.5 ქულით 34-ეა, ხვალ კი გერმანიის სახელით მოთამაშე ქეთინო კახიანი-გერშინსკას ეთამაშება.
მე-5 ტურში, ლიდერი ჩმილიტე შავებით დანიელიანს დაუპირისპირდება, ხოტენაშვილი – ბოდნარუკს, ნადეჟდა კოსინცევას მეტოქე კი ნაზი პაიკიძე იქნება. საინტერესოა ბაციაშვილი-კრამლინგის, ჭარხალაშვილი-ჯავახიშვილის, მელია-გალოიანის, კოვანოვა-ხურციძისა და ხუხაშვილი-ფურცელაძის პარტიებიც.
ევროპის 2011 წლის ჩემპიონატი თერთმეტ ტურად მიმდინარეობს და თვრამეტ მაისს დასრულდება, დასვენების დღედ კი, 14 მაისია გამოცხადებული. საპრიზო ფონდიდან ჩემპიონი 20 ათას ევროს მიიღებს, მეორეზე გასული – 15 ათასს, მესამეადგილოსანი კი – 10 ათასს.
ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი ჭადრაკში ქალთა შორის. თბილისი (საქართველო). 7-18 მაისი
მე-4 ტური
ბელა ხოტენაშვილი (2470) – ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2506) 0.5:0.5
ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2506) – ნინო ბაციაშვილი (2399) 0.5:0.5
ლელა ჯავახიშვილი (2454) – ბაირა კოვანოვა (რუსეთი, 2361) 0.5:0.5
ქეთინო კახიანი-გერშინსკა (გერმანია, 2309) – სოფიკო ხუხაშვილი (2421) 0.5:0.5
ანასტასია ბოდნარუკი (რუსეთი, 2419) – სოფიკო გურამიშვილი (2299) 1:0
მირანდა მიქაძე (2351) – ნანა ძაგნიძე (2557) 0.5:0.5
ანა მუზიჩუკი (სლოვენია, 2537) – სოფიო გვეტაძე (2330) 1:0
ინგა ხურცილავა (2286) – სალომე მელია (2444) 0:1
ნინო ხურციძე (2436) – ნათია ჯანჯღავა (2291) 1:0
ნაზი პაიკიძე (2408) – ქეთი წაწალაშვილი (2280) 1:0
მაია ლომინეიშვილი (2376) – ალექსანდრა ვახანია (2189) 0.5:0.5
საბინა იბრაჰიმოვა (აზერბაიჯანი, 2143) – ინგა ჭარხალაშვილი (2373) 0:1
ლაურა როგულე (ლატვია, 2362) – ანა გავაშელი (2160) 1:0
მაკა ფურცელაძე (2352) – ანა აირაპეტიანი (სომხეთი, 2128) 1:0
ნატალია ჟუკოვა (უკრაინა, 2428) – მერი არაბიძე (2277) 0.5:0.5
სოფიკო ტერელაძე (2177) – ელენა სედინა (იტალია, 2351) 0.5:0.5
ანჯელია სტოიანოვიჩი (სერბეთი, 2326) – ნინო მელაშვილი (2104) 0:1
მარია მანაკოვა (სერბეთი, 2303) – ადა კაკუტია (1727) 1:0
ზოია სევერიუხინა (რუსეთი, 2291) – ნათია ჯალაბაძე (2052) 1:0
მადონა ბოკუჩავა (2115) – ნელი აგინიანი (სომხეთი, 2284) 0.5:0.5
ულვია ფატალიევა (აზერბაიჯანი, 2105) – სოფიო ნიკოლაძე (2278) 1:0
ფატმან რიჟამაძე (2052) – ტერეზა ოლსაროვა (ჩეხეთი, 2234) 0.5:0.5
ლიკა კობეშავიძე (1988) – მიჰაელა-ვერონიკა ფოისორი (რუმინეთი, 2220) 0:1
ანა კუჭავა (1973) – ბეტულ ჩემრე ილდიზი (თურქეთი, 2219) 0.5:0.5
ნატო იმნაძე (1962) – თამარ ხმიადაშვილი (2204) 0:1
დეა გოგიშვილი (1856) – ელენა სემიონოვა (2188) 0:1
მარიამ ჭოლაძე (1818) – ნელი ალექსანიანი (რუსეთი, 2141) 0:1
მერი ჟორჟოლიანი (2136) – მარი ბოიარი (ლუქსემბურგი, 1989) 1:0
ანა შამათავა (1917) – ოლგა გირია (რუსეთი, 2394) 0.5:0.5
სალომე ხაჟომია (2152) – ლია მარტიროსიანი (სომხეთი, 2093) 1:0
ნანი უნაფქოშვილი (1970) – კატარინა სკრაბაკოვა (2071) 1:0
ნარმინ სოიუნლუ (აზერბაიჯანი, 1884) – მაია მუმლაძე (1517) 0:1
ნინო ხომერიკი (1832) – მარიამ ჯავახიშვილი (1491) 1:0
ნინო ჯალაღონია (1562) – ლიზი ტრაპაიძე (1744) 0:1
ნინო გუმბერიძე (1664) – ანა თედოშვილი (1469) 0.5:0.5
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩმილიტე (ლიტვა, 2504) – 4.0; 2. დანიელიანი (სომხეთი, 2506) – 3.5; 3. ხოტენაშვილი (2470) – 3.5; 4. ბოდნარუკი (რუსეთი, 2419) – 3.5; 5. ნ.კოსინცევა (რუსეთი) – 3.0; 6. კოვანოვა (რუსეთი, 2361) – 3.0; 7. ლაჰნო (უკრაინა, 2530) – 3.0; 8. სტეფანოვა (ბულგარეთი, 2506) – 3.0; 9. ოვოდი (რუსეთი, 2404) – 3.0; 10. ჯავახიშვილი (2454) – 3.0;
...14. ხურციძე (2436) – 3.0; 15. პაიკიძე (2408) – 3.0; 17. ფურცელაძე (2352) – 3.0; 21. ბაციაშვილი (2399) – 3.0; 22. ხუხაშვილი (2421) – 3.0; 23. მელია (2444) – 3.0; 29. ჭარხალაშვილი (2373) – 3.0; 31. მელაშვილი (2104) – 2.5; 34. ძაგნიძე (2557) – 2.5; 35. მიქაძე (2351) – 2.5; 38. გურამიშვილი (2299) – 2.5; 40. ვახანია (2189) – 2.5; 45. ლომინეიშვილი (2376) – 2.5; 55. არაბიძე (2277) – 2.0; 57. წაწალაშვილი (2280) – 2.0; 58. გვეტაძე (2330) – 2.0; 61. ხურცილავა (2286) – 2.0; 63. ტერელაძე (2177) – 2.0; 65. გავაშელი (2160) – 2.0; 73. ჯანჯღავა (2291) – 2.0; 77. ხმიადაშვილი (2204) – 2.0; 79. ჟორჟოლიანი (2136) – 2.0; 82. რიჟამაძე (2052) – 1.5; 88. კაკუტია (1727) – 1.5; 101. ბოკუჩავა (2115) – 1.5; 102. კუჭავა (1973) – 1.5; 104. ხაჟომია (2152) – 1.5; 106. შამათავა (1917) – 1.0; 107. ნიკოლაძე (2278) – 1.0; 108. უნაფქოშვილი (1970) – 1.0; 109. გოგიშვილი (1856) – 1.0; 110. იმნაძე (1962) – 1.0; 111. ჭოლაძე (1818) – 1.0; 115. ჯალაბაძე (2052) – 1.0; 117. კობეშავიძე (1988) – 1.0; 118. მუმლაძე (1517) – 1.0; 120. ხომერიკი (1832) – 1.0; 121. ტრაპაიძე (1744) – 1.0; 126. თედოშვილი (1469) – 0.5; 127. გუმბერიძე (1664) – 0.5; 129. ჯავახიშვილი (1491) – 0.5; 130. ჯალაღონია (1562) – 0.5;







