თამაშგარე

11:29 | 4.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ევროპელი ახალგაზრდები კრიშტიანუ რონალდუს ბაძავენ

მავანმა რამდენიც არ უნდა იძახოს, რომ ფეხბურთი მხოლოდ სპორტია და სხვა არაფერი, ფაქტია, რომ ფეხბურთელები ხშირად მთელს პლანეტაზე ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანებად ყალიბდებიან და ამის ცოცხალი მაგალითი მადრიდის ”რეალის“ პორტუგალიელი ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუა.


დღეს ევროპელი და არამხოლოდ ევროპელი ახალგაზრდებისათვის პორტუგალიელი ფეხბურთელი ჭეშმარიტ გმირად და მისაბაძ მაგალითად ჩამოყალიბდა. რონალდუს ვარცხნილობა, ჩაცმულობა და მანერებიც კი, ახალგაზრდებისათვის ერთგვარი მოდის ელემენტი გახდა. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ რონალდუს პოპულარობა საფეხბურთო მოედანს კარგა ხანია გასცდა და პორტუგალიელი მობურთალი ბევრად უფრო გავლენიანი ადამიანია, ვიდრე ეს ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ.

ამ ტენდენციას საკუთრივ ფეხბურთელმა და მისმა აგენტმა კარგად აუღეს ალღო და ცოტა ხნის წინ კრიშტიანუმ ოფიციალურად განაცხადა, რომ ფირმა “ნაიკის“ ქარხნებთან ახლადგაფორმებული კონტრაქტის პირობებით, სულ მალე ევროპის მაღაზიებში კრიშტიანუ რონალდუს საფირმო ნიშნით დამშვენებული სამოსელი გამოჩნდება. საუბარია შარვალზე, ზამთრის ქურთუკსა და სპორტულ ფეხსაცმელებზე. ფეხბურთელი ვარაუდობს, რომ მისი სახელით დამშვენებული ტანსაცმელი მომავალშიც დიდ პოპულარობას მოიპოვებს.
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091942