ინგლისური “მანჩესტერ იუნაიტედის” მარცხენაფლანგელმა პატრის ევრამ კლუბის შეცვლის სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ The Sun-ი იუწყება.
არსანიშნავია, რომ მანჩესტერელთა თავკაც დევიდ მოიესს თავისი ყოფილი შეგირდის – ლეიტონ ბეინსის გადაყვანა სურს, რაც ევრას ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსებს ამცირებს. აქედან გამომდინარე, ვეტერანმა ფრანგმა თავად გადაწყვიტა “ოლდ ტრაფორდის” დატოვება.
შეგახსენებთ, რომ ევრა მანჩესტერელთა რიგებში 2006 წელს, “მონაკოდან” გადავიდა.