დიდი ალბათობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მარცხენაფლანგელი პატრის ევრა კარიერას ტურინის “იუვენტუსში” განაგრძობს. იტალიური მედიის ცნობით, კლუბებს ტრანსფერი უკვე შეთანხმებული აქვთ და გარიგებას ოფიციალური სახე უახლოეს პერიოდში მიეცემა.
რამდენადაც ცნობილია, ვეტერანი ფრანგი “ბებერ სინიორას” პირადი კონტრაქტის დეტალებზე უკვე მოეთათბირა. სულ მალე, ევრა ტურინელთა მაისურს მოირგებს.
ცნობისათვის, ევრამ ინგლისის პრემიერლიგის გასულ სეზონში 33 მატჩი ჩაატარა.