ფეხბურთი

16:17 | 18.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

Eurosport-მა კობიაშვილი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა

ბერლინის "ჰერტას" მცველი ლევან კობიაშვილი eurosport-ის ვერსიით ბუნდესლიგის 21-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

"ბერლინელთა 36 წლის მცველის ფაბიან ლუსტენბერგერის არყოფნაში მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გავიდა და თავის საქმეს აუღელვებლად აკეთებდა. "ვოლფსბურგის" თავდამსხმელ ბას დოსტისთვის ამ ცენტრალური მცველის წინააღმდეგ თამაში იოლი არ იყო და გოლის გატანის არავითარი შესაძლებლობა არ ჰქონია. ამის მიუხედავად, კობიაშვილისთვის სამწუხაროდ, "ჰერტამ" ქულები ვერ აიღო" - იუწყება eurosport-ი კობიშვილის შესახებ.

აქვე გეტყვით, რომ eurosport-ის რედაქციამ და მომხმარებლებმა ბუნდესლიგის 21-ე ტურის სიმბოლური ნაკრებების საკუთარი ვერსია წარმოადგინეს და კობიაშვილი რედაქციის რჩეული გახდა.

შეგახსენებთ, რომ განვლილ ტურში "ჰერტამ" შინ "ვოფლსბურგთან" 1:2 წააგო და კობიაშვილმა კვლავ ცენტრალური მცველი პოზიციაზე შეუცვლელად ითამაშა.

0.120121