ძიუდო

17:27 | 1.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

ესტერ სტამი ოქროს დებიუტს მიუახლოვდა

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრ ესტერ სტამს მადრიდში მიმდინარე ევროპის ღია ტურნირზე ოქროს მედალს ერთადერთი გამარჯვება აშორებს. 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ნატურალიზებულმა ქართველმა ესპანურ ტატამზე სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივე დამაჯერებლად მოიგო.

შეჯიბრებაში მერვედფინალიდან ჩაერთო, სადაც ესპანელი მარია დელმარ პარედესი ორ წუთში დასცა ბეჭებზე. იტალიელ ჯენიფერ პიზანტისაც ლამაზი სუფთა გდებით მოუმთავრა საქმე, შეხვედრის მე-4 წუთზე. არადა იქამდე მსაჯისგან იტალიელისთვის ნაჩუქარი იუკოთი აგებდა. ნახევარფინალში ფრანგ მარგო პინოს ვაზარ-იუკოთი გასცდა. გადამწყვეტ ბრძოლაში კი იტალიელ ჯულია კანტონის დაუპირისპირდება.

დღესვე ესპანურ ტატამზე საქართველოს კაცთა ნაკრების წევრები: გიორგი ნადირაძე (90 კგ), გურამ თუშიშვილი (100 კგ) და როსტომ ხახალეიშვილიც (+100 კგ) გავიდნენ, მაგრამ სამივე წინასწარ ეტაპზევე დამარცხდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113068