ესპანურ ბენიდორმში მიმდინარე ქალთა საერთაშორისო ტურნირზე ქართველი ანა მათნაძე (2438) დაწინაურდა, რომელმაც მეხუთე ტურში მასპინძელი ლაურა კოლადოს (2078) სძლია და 4.0 ქულა მოაგროვა. წარუმატებლობა შეემთხვა მათნაძის უშუალო კონკურენტ ანასტასია სავინას (რუსეთი, 2343), რომელიც უნგრელ ანა რუდოლფთან (2347) დამარცხდა და მასთან ერთად, 3.5-3.5 ქულით მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. ბენიდორმის საჭადრაკო ტურნირი ცხრა ტურად მიმდინარეობს, მომდევნო მე-6 ტურში კი მათნაძე შავი ფიგურებით სომეხ ლიანა აგაბეკიანს (2115) ეთამაშება, რომელიც ნული ქულით ბოლო პოზიციაზეა. აქვე დავძენთ, რომ საფრანგეთის სახელით მოთამაშე ნინო მაისურაძე (2315) 3.0 ქულით მეოთხეა.







