ჭადრაკი

16:42 | 23.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთსა და საბერძნეთში

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირ XIV Open Internacional de Sants-ში ერთბაშად 318 მოჭადრაკე ჩაება, რომელთა შორის ერთი ქართველიცაა.
ლევან აროშიძემ (2568) საწყისი 3 ტური დანაკარგის გარეშე განვლო, თუმცა, მომდევნო სამ ტურში მხოლოდ ნახევარი ქულა აიღო და ახლა, 3.5 ქულით 75-ე ადგილზე იმყოფება.
მე-7 ტურში აროშიძე შავი ფიგურებით ესპანელ ხაუმე გალარტ ზაფრას (2226) ეთამაშება. ისიც ვთქვათ, რომ ბარსელონურ ტურნირს 5.5 ქულით ესპანელები – ორელვეს პერეზ მიტანსი (2504) და მარკ ნარსისო დუბლანი (2528) და რუმინელი ლივიუ-დიტერ ნისიპეანუ (2648) ლიდერობენ.
საბერძნეთში, კერძოდ კი, 2nd International Tournament “Isthmia” 2012-ზე თამაშობენ დავით მაღალაშვილი (2482) და შოთა აზალაძე (2466). 6 ტურის თავზე მაღალაშვილი 4.0 ქულით მეთვრამეტეა, ხოლო აზალაძეს 3.5 ქულით 25-ე ადგილი უკავია. ბერძნულ ტურნირის სათავეში მყოფ ექვსეულს 5-5 ქულა გააჩნია.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090626