ფეხბურთის ესპანელი გულშემატკივრების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ იკერ კასილიასმა “რეალის” დატოვება გადაწყვიტა, ის მადრიდელთა პრინციპულ მეტოქეს, კატალონიის “ბარსელონას” მიაშურებს.
როგორც ცნობილია, კასილიასი “რეალიდან” წასვლას არ გამორიცხავს. მადრიდულმა Marca-მ ჩაატარა გამოკითხვა კითხვით: “სად წავა კასილიასი, თუ ის “რეალს” დატოვებს?”. გამოკითხულ დაახლოებით 26 ათას ადამიანს შორის, ყველაზე პოპულარული პასუხი “ბარსელონა” იყო. კასილიასის კატალონიაში გადაბარგებას გამოკითხვაში მონაწილეთა 45% ფიქრობს. 31 პროცენტით, მე-2 ადგილზე გავიდა ლონდონის “არსენალი”. 10%-ის აზრით, 32 წლის მეკარე კარიერას “მანჩესტერ სიტიში” განაგრძობს. 14% “მონაკოზე”, “იუვენტუსსა” და “ბაიერნზე” გადანაწილდა.






