ფეხბურთი

20:34 | 4.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ესიენი და ფლეტჩერი ჩემპიონთა ლიგის მიღმა

ჩემპიონთა ლიგის 2013-14 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპისთვის განაცხადების მიღება დასრულებულია. ცნობილი გახდა იმ ფეხბურთელებს ჩამონათვალი, რომლებიც ევროპული გრანდების განაცხადში, ან მის მიღმა დარჩნენ.

“მილანის” მიერ დაშვებული შეცდომის გამო, ჩემპიონთა ლიგის მიღმა დარჩა გუნდის ახალგაზრდა თავდამსხმელი მბაიე ნიანგი.

უმთავრეს ევროპულ საკლუბო ტურნირზე ვერ ითამაშებს მაიკლ ესიენი, მაგრამ, ამ შემთხვევაში, მიზეზი არა შეცდომა, არამედ მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებაა. ჟოზე მოურინიომ, რომელიც ესიენთან ერთად, გასულ სეზონში, “რეალში” მუშაობდა, განელი ნახევარმცველი განაცხადში არ შეიყვანა.

ინგლისში მოთამაშე კიდევ ერთი ნახევარმცველი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ვერ მოხვდა, “მანჩესტერ იუნაიტედის” შუახაზელი დარენ ფლეტჩერია. ამის მიზეზი ისაა, რომ შოტლანდიელმა მწყობრში ჩადგომა ვერაფრით მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115728