თამაშგარე

13:33 | 1.04.2011 | ნანახია [] - ჯერ

ეშლიმ აიშვა

ინგლისელი ფეხბურთელი – ეშლი კოული ცოლს, ცნობილ ბრიტანელ მომღერალს – შერილს  სულ ახლახან დაშორდა, მაგრამ ფეხბურთელს კაეშნის არაფერი ემჩნევა და საკუთარი გრძნობების “სტრატეგია“ სულ მალე გადააწყო ახალ “მონახაზზე“. თუკი ინგლისური “ყვითელი“ პრესის ფურცლებს ავაშრაშუნებთ, ვნახავთ, რომ ბოლო პერიოდში (ანუ, ცოლთან დაშორების შემდეგ) ეშლი კოულს ოთხი საყვარელი გამოუცვლია, რაც ასე მოკლე პერიოდში ეშილს მსგავსი მექალთანესგანაც კი დიდი მიღწევაა.
კოულის უკანასკნელი და ამჟამინდელი საყვარელი, ლონდონში მცხოვრები შვედი მსახიობი - ენი კუპერი გახლავთ, რომელიც კარლო ანჩელოტის შეგირდს მეგობარმა გააცნო და კოულს ბოლო დროს ყველაზე ხშირად სწორედ ენისთან ერთად ჩაკონებულს ნახულობენ ხოლმე.
ლონდონის “ჩელსის“ ქომაგები წელს ხშირად ჩივიან იმაზე, რომ ეშლი კოულმა თამაშის ხარისხს შესამჩნევად მოუკლო, რაც გუნდის ასპარეზობას, ბუნებრივია, თავის დაღს ასვამს. კაცმა რომ თქვას, არაფერია გასაკვირი იმაში, სიყვარულის ზღვაში თავით გადაშვებულ ეშლის, მწვანე მინდორზე გარჯის დროს, თუკი თავში ყოვლად არასაფეხბურთო ფიქრები უტრიალებს...
 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.164223