ფეხბურთი

14:36 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეშლი კოულით “მონაკო” დაინტერესდა

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, “მონაკოს” ხელმძღვანელობა ლონდონის “ჩელსის” მცველის – ეშლი კოულის გადაბირებას ეცდება. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა “მირორი” იუწყება.

33 წლის მარცხენაფლანგელს “არისტოკრატებთან” კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ამგვარად, დიდია ალბათობა იმისა, რომ მცველი საფრანგეთის ჩემპიონატში ძალზე მარტივად გადაბარგდეს. “მონაკოს” ხელმძღვანელობა კოულს წლიური ხელფასის სახით 10 მილიონ ევროს სთავაზობს.

ცნობისათვის, ინგლსის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, კოულმა “ჩელსის” მაისურით 13 მატჩი ჩაატარა.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12248