უყვარს მეძავებში განავარდება ამ ეშლი კოულს და რა გინდა რომ ქნა? როცა ცოლი ჰყავდა და მეძავთა მარაქაში გარევის გამო ტვინს როცა უბურღავდნენ – მაშინაც კი არ იშლიდა თავის ამ ჩვეულებას და ახლა, როდესაც ვალდებულებათაგან თავისუფალი კაცია, ვითომ რატომ იტყვის უარს იმაზე, რაც ისედაც უყვარს?...
ჰოდა, დღე ისე არ გავა, ამ ჩვენმა ეშლი ბატონმა საწოლში ვინმე ახალი გოგონა რომ არ ჩაიკოტრიალოს და როგორც ჩვენში იტყვიან: “მონდომებული შიშაქი კარგად რომ არ მიბუბნოს” (შიშაქი მთაში დედალ, უკვე ბატკანმონაგებ ცხვარს ჰქვია).
ამასწინათ, ეშლი კოულს ვარჯიშის შემდეგ რამდენიმე ძმაბიჭთან ერთად სტრიპტიზ-კლუბში შეუვლია და იქიდან ლამაზი გოგონებით “ხელდამშვენებული” გამოსულა. ჰოდა მერე მთელი ღამე იმის სახლიდან ხმები გამოდიოდა, მურტალოს სატრფოს, ინგას მეზობლებს რომ არც კი დაესიზმრებოდათ.…







