ფეხბურთი

23:05 | 25.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ერთი დღე ელიტრაუნდამდე... მზადება გერმანიისთვის

საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ელიტრაუნდს ხვალ, გერმანიის ნაკრებთან მატჩით დაიწყებს. ელიტრაუნდის მონაწილე გუნდები, სერბეთის ნაკრების გარდა, სერბეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტულ ცენტრში ცხოვრობენ.

სპორტული ცენტრის ტერიტორიაზე 7 მოედანია და სწორედ, ერთ-ერთ მათგანზე ჩატარდება ხვალინდელი შეხვედრა. თავად სპორტული ცენტრი შესანიშნავადაა აღჭურვილი და ფეხბურთისთვის აუცილებელი ყველა პირობაა შექმნილი.

17-წლამდელებმა მატჩისწინა ვარჯიში ადგილობრივი დროით საღამოს 5 საათზე გამართეს. ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია და მოტივირებული. გერმანიასთან მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. ტექსტური ონლაინი უეფას ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ.

შეგახსენებთ, რომ ელიტრაუნდის მეორე მატჩს საქართველოს ნაკრები 28 მარტს, სერბეთის ნაკრებთან გამართავს.

სფფ-ის პრესსამსახური

სერბეთი, სტარა პაზოვა

0.113203