მექსიკის საკურორტო კუნძულ კოსუმელოზე პაპარაცებმა ცნობილი ესპანელი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი თავის შეყვარებულთან, ხისკასთან ერთად „გამოიჭირეს“.
ან კი, რაღა გამოჭერა უნდოდათ _ მიუხედავად სუსტი სქესის მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლებისა, ნადალი დღემდე ხისკას ერთგულია და აკაპულკოს ტურნირის დასრულების შემდეგ, შეყვარებულთან ერთად ერთკვირიანი შვებულება ოკეანის ულამაზეს სანაპიროზე გაატარა.







