ფეხბურთი

22:22 | 19.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული: მიჯრით მესამე ტური

სანაკრებო პაუზამ ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 3 ტური თითქმის გადააბა ერთმანეთს. ასეთი სიხშირით ჩვენი გუნდები თამაშს ჩვეული არ არიან და შაბათ-კვირას გამოჩნდება ვინ არის უკეთ ფიზიკურად მზად.

შაბათს ორი მატჩია. ბათუმის “დინამო” ცხინვალის “სპარტაკს” მასპინძლობს. ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანია, ბათუმელები ლიდერების სიახლოვეს, მეოთხე საფეხურზე დგანან და ქულების დაკარგვას არ აპირებენ. “სპარტაკმა” კი კარგი დასაწყისის შემდეგ (2 მატჩში 2 მოგება) ბოლო ორ ტურში მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და ცხრილის შუამდე დაქვეითდა. ამიტომ, სავარაუდოდ, კახა კაჭარავას შეგირდებიც მინდორზე მოსაგებად გავლენ.

“ზესტაფონი” – ‘შუქურაც” საინტერესო მატჩი უნდა გამოდგეს. მარგველებმა მიჯრით სამი წაგების მერე, წინა ტურში “სიონს” მოუგეს და ახლა უახლოეს შეხვედრებში დაკარგული ქულების “ამოქაჩვას” შეეცდებიან. ქობულეთელები კი ოთხი დღის წინათ თბილისის “დინამოსთან” განადგურების შემდეგ (0:6) პრესტიჟის აღსადგენად, სავარაუდოდ, დიდ ბრძოლას გამართავენ. საინტერესოა, რომ ზესტაფონელები “შუქურას” ოფიციალურ მატჩებში არასოდეს შეხვედრიან. ასე რომ, ამ წყვილის დებიუტი შედგება ეროვნულ ჩემპიონატში.

კვირას ჯერაც მოუგებელი “ზუგდიდი” ქუთაისში “ვიტ ჯორჯიასთან” ნავსის გატეხვას ეცდება. “სიონი” ამჯერად “მეტალურგს” გორში “უმასპინძლებს” (მოგეხსენებათ, ბოლნისელები, ჩვეულებრივ, საშინაო მატჩებს თბილისში, “მიხეილ მესხზე” ატარებენ ხოლმე). გასულ ტურში ორივე გუნდი დამარცხდა და ამჯერად ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ.

საინტერესო თამაში უნდა გამოდგეს ივანწმინდაშიც. “ჩიხურამ” მცირედი ჩავარდნის შემდეგ, გასულ ტურში “მეტალურგს” სძლია და ამჯერადაც მხოლოდ მოსაგებლად გავა მინდორზე. გორელებმა კი მიჯრით ორი თამაში მოიგეს და ცხრილში მეორე ადგილზე დადგნენ, თუმცა “სამტრედიას” მხოლოდ ბურთების უკეთესი სხვაობის გამო უსწრებენ. ასე რომ, შიდაქართლელები არაფერს დათმობენ.

დინამო (ბათუმი) – სპარტაკი (ცხინვალი)

20 სექტემბერი. ქობულეთი. “ჩელე არენა.” 16:00

მსაჯები: ჯ. ხორავა, ზვ. ერქვანია, დ. კვეტენაძე, ი. კვირიკაშვილი (სათადარიგო) 

 

ზესტაფონი – შუქურა (ქობულეთი) 

20 სექტემბერი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00

დისკვალიფიცირებული: ჯაბა დვალი (ზესტაფონი) 

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ზ. ფიფია, გ. ელიკაშვილი, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

 

ზუგდიდი – ვიტ ჯორჯია (თბილისი)

21 სექტემბერი. ქუთაისი. ცენტრალური. 16:00

დისკვალიფიცირებული: ნიკოლოზ მაისურაძე (ვიტ ჯორჯია)

მსაჯები: თ. გვანცელაძე, დ. ჩიგოგიძე, ი. მაჩიტიძე, ბ. გლუშჩუკი (სათადარიგო)

 

სიონი (ბოლნისი) – მეტალურგი (რუსთავი)

21 სექტემბერი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 16:00

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ლ. თოდრია, ზ. ბერულავა, ა. ნონიკაშვილი, ა. კრიჭაშვილი, ზვ. ტუღუში (სათადარიგო)

 

ჩიხურა (საჩხერე) – დილა (გორი)

21 სექტემბერი. ივამწმინდა. ცენტრალური. 16:00

დისკვალიფიცირებულები: ლაშა ჩიკვაიძე, დავით ოდიკაძე (ჩიხურა)

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. ვარამიშვილი, ს. სპიცინი, ბ. ნინუა (სათადარიგო)

 

სამტრედია – ტორპედო (ქუთაისი)

21 სექტემბერი. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 16:00

მსაჯები: ლ. სილაგავა, ბ. ჭიჭინაძე, ა. კოკაია, გ. ავაზაშვილი (სათადარიგო)

 

გურია (ლანჩხუთი) – მერანი (მარტვილი)

21 სექტემბერი. ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 16:00

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ი. უკლება, ი. კაკაბაძე, დ. სანოძე (სათადარიგო)

 

დინამო (თბილისი) – კოლხეთი (ფოთი)

21 სექტემბერი. თბილისი. “დინამო არენა.” 18:00

დისკვალიფიცირებული: ომარ გოგონაია (კოლხეთი)

მსაჯები: გ. კიკაჩეიშვილი, ზ. მენთეშაშვილი, ი. ჩიგოგიძე, ი. კვირიკაშვილი (სათადარიგო)

პირდაპირი რეპორტაჟი პირველ არხზე

 

დინამო (თბილისი) 5 4 0 1 12 5 7 12
დილა (გორი) 5 3 1 1 7 1 6 10
სამტრედია (სამტრედია) 5 3 1 1 7 5 2 10
დინამო (ბათუმი) 5 3 0 2 6 5 1 9
მეტალურგი (რუსთავი) 5 2 2 1 6 3 3 8
ტორპედო (ქუთაისი) 5 2 2 1 5 3 2 8
ჩიხურა (საჩხერე) 5 2 1 2 5 5 0 7
სპარტაკი (ცხინვალი) 5 2 1 2 3 5 -2 7
ვიტ-ჯორჯია (თბილისი) 5 2 0 3 4 3 1 6
შუქურა (ქობულეთი) 5 1 3 1 4 9 -5 6
ზესტაფონი (ზესტაფონი) 5 2 0 3 12 7 5 6
სიონი (ბოლნისი) 5 1 2 2 5 7 -2 5
გურია (ლანჩხუთი) 5 1 2 2 3 10 -7 5
მერანი (მარტვილი) 5 1 1 3 4 7 -3 4
კოლხეთი (ფოთი) 5 1 1 3 4 8 -4 4
ზუგდიდი (ზუგდიდი) 5 0 3 2 2 6 -4 3

 

მეგოლეები:

3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი), ბადრი ტეტუნაშვილი (დინამო ბათუმი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი), ირაკლი მოდებაძე (დილა)

2 - მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ჩისკო მუნიოსი, ირაკლი ძარია, ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), შოთა ლომია (ზუგდიდი), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი სიხარულიძე (მეტალურგი), საბა ლომია (გურია), გიგა ამბროლაძე (კოლხეთი), თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა), დაჩი ცნობილაძე (მეტალურგი)

 

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების  რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108239