ფეხბურთი

21:55 | 10.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ჩემპიონატი ბრუნდება

18-დღიანი შესვენების შემდეგ, რომელიც სანაკრებო პაუზით იყო გამოწვეული, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშება ხუთშაბათ-პარასკევის მატჩებით განახლდება. გამოტოვებული მეოთხე ტურის შეხვედრები კი 16-17 სექტემბერს გაიმარება. რა მოხდა ამ დღეების განმავლობაში? ერთი, რომ ჩვენმა ნაკრებმა ისევ წააგო ირლანდიასთან და ლამის შესარჩევის დაწყებიდანვე გადაგვიწურა ევროპის ჩემპიონატზე გასვლის იმედი. მეორე, გუნდებმა ამხანაგური თამაშები ჩაატარეს და ახალი ფეხბურთელებიც დაიმატეს. თუმცა სანამ უშუალოდ ქართულ გუნდებზე ვიტყოდით, ისიც აღვნიშნოთ, რომ სანაკრებო პაუზისას, ლეგიონერების ჩამოსვლამდე, თემურ ქეცბაიამ ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ნაკრების კანდიდატები შეკრიბა და ორი ტესტ-მატჩიც ჩაატრა, ცხინვალის “სპარტაკთან” და ბოლნისის “სიონთან.” ორივე 2:0 მოიგო და შემდეგ თქვა, კმაყოფილი ვარ ასეთი შეკრებით, ნაკრების არა-ერთი ახალგაზრდა კანდიდატი შევიგულეო. თუ გახსოვთ, რამდენიმე წლის წინათ დაახლოებით ამგვარ პრაქტიკას ჩვენებურთა არგენტინელი მწვრთნელი, ექტორ კუპერიც მიმართავდა.

ახლა კი საშინაო ამბებზე. ისევ ძლიერდება სამტრედია, ამიერიდან მათ რიგებში ლევან კაკუბავა ითამაშებს, რომელიც ბოლოს კვიპროსულ “ომონიაში” ირიცხებოდა. გორის “დილას” შეუერთდა ახალგაზრდა ნიჭიერი ნახევარმცველი ჭიაბერ ჭეჭელაშვილი, რომელიც მანამდე ცხინვალის “სპარტაკში” თამაშობდა. ის უფრო კარგად საქართველოს 17-წლამდელების ნაკრებიდან გვახსოვს, რომელთან ერთადაც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ნახევარფინალამდე გააღწია. გორელები 5 სექტემბერს “სპარტაკს” ამხანაგურად გაეჯიბრნენ და 2:2 ითამაშეს.

ამასობაში, ლიდერმა თბილისის “დინამომ” ორი სპარინგ-მატჩი გამართა, ჯერ “ვიტ ჯორჯიასთან” 2:3 წააგო, შემდეგ კი “სიონთან” 3:3 ითამაშა. ამ შეხვედრაში ბოლნისელთა რიგებში გამოცდილი დებიუტანტი ალექსანდრე ინწკირველიც გამოჩნდა.

“ტორპედო” ჯერ “ჩიხურას” დაუზავდა (0:0), შემდეგ კი “შუქურასთან” დამარცხდა ქობულეთში “ჩელე არენაზე” 0:1.

“ზესტაფონმა” ჯერ “მერანს” მოუგო 3:1, შემდეგ “ზუგდიდს” - 1:0. სხვათა შორის, ეს ერთადერთი გოლი მარგველთა ახალწვეულმა გიორგი ილურიძემ გაიტანა. ბოლოს კი ბათუმის “დინამოს” სძლიეს – 4:2.

“ზესტაფონზე” ვამბობდით და ტურის მთავარი მატჩიც “დავით აბაშიძეზე” გაიმართება. იმერულ დერბიში მარგველები უმაღლეს ლიგაში წლეულს აღზევებულ და შემდეგ ერთობ მოძლიერებულ “სამტრედიას” დაუხვდებიან.

 

კოლხეთი (ფოთი) – ჩიხურა (საჩხერე)

11 სექტემბერი. ლანჩხუთი. “ევგრაფი შევარდნაძე.” 16:00

დისკვალიფიცირებული: დავით ოდიკაძე (ჩიხურა)

მსაჯები: ლ. სილაგავა, ზ. მენთეშაშვილი, ს. სპიცინი, დ. სანოძე (სათადარუგო)

 

დილა (გორი) – გურია (ლანჩხუთი)

11 სექტემბერი. გორი. “თენგიზ ბურჯანაძე.” 16:00

მსაჯები: გ. ვადაჭკორია, ლ. ვარამიშვილი, დ. კურტანიძე, გ. ავაზაშვილი (სატდრიგო)

 

მეტალურგი (რუსთავი) – დინამო (თბილისი)

11 სექტემბერი. რუსთავი. “ფოლადი.” 16:30

დისკვალიფიცირებული: მათე ცინცაძე (დინამო)

მსაჯები: გ. ყრუაშვილი, ზ. ფიფა, გ. ელიკაშვილი, ბ. ნინუა (სათადარიგო)

 

 

შუქურა (ქობულეთი) – სიონი (ბოლნისი)

12 სექტემბერი. ქობულეთი. “ჩელე არენა.” 16:00

დისკვალიფიცირებული: თორნიკე აფციაური (სიონი)

მსაჯები: ლ. კვარაცხელია, ბ. ჭიჭინაძე, ი. მაჩიტიძე, გ. დოგრაშვილი (სათადარიგო)

 

მერანი (მარტვილი) – ზუგდიდი

12 სექტემბერი. სამტრედია. “ეროსი მანჯგალაძე.” 16:00

მსაჯები: დ. ხარიტონაშვილი, ი. უკლება, დ. კვეტენაძე, გ. კიკაჩეიშვილი (სათადარიგო)

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – დინამო (ბათუმი)

12 სექტემბერი. მცხეთა. “მცხეთა პარკი.” 16:00

მსაჯები: ა. კრიჭაშვილი, გ. ჩიგოგიძე, დ. გაბისონია, თ. ხუჭუა (სათადარიგო) 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – ტორპედო (ქუთაისი)

12 სექტემბერი. თბილისი. “მიხეილ მესხი." 16:00

მსაჯები: თ. გვანცელაძე, დ. ჩიგოგიძე, ა. კოკაია, ო.ხეცაძე (სათადარიგო)

 

ზესტაფონი – სამტრედია

12 სექტემბერი. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე.” 18:00

დისკვალიფიცირებული: თორნიკე შალიკაშვილ (სამტრედია)

მსაჯები: ჯ. ხორავა, ლ. თოდრია, ზვ. ერქვანია, ა. ნონიკაშვილი, ხ. გაგნიძე. ი. კვირიკაშვილი (სათადარიგო)

  1. დინამო (თბ)     3         3        0        0        6:2      9
  2. დინამო (ბთ)     3         2        0        1        3:2      6
  3. სპარტაკი           3         2        0        1        2:2      6
  4. შუქურა              3         1        2        0        3:2      5
  5. მეტალურგი      3         1        2        0        2:1      5
  6. ტორპედო          3        1        1        1        4:3      4
  7. დილა                  3        1        1        1        2:1      4
  8. ჩიხურა               3        1        1        1        3:3      4
  9. სიონი                 3        1        1        1        3:3      4
  10.  სამტრედია       3        1        1        1        3:4      4
  11.  ზესტაფონი      3        1        0        2        9:5      3
  12.  ვიტ ჯორჯია    3        1        0        2        2:3      3 
  13.  მერანი               3        1        0        2        3:4      3
  14.  ზუგდიდი         3        0        2        1        2:3      2
  15.  გურია                3        0        2        1        0:6      2
  16.  კოლხეთი          3        0        1        2        1:5      1

  

მეგოლეები:

3 - ჯაბა დვალი (ზესტაფონი), დავით სირაძე (სიონი)

2 - მათე კვირკვია (ვიტ ჯორჯია), ჩისკო მუნიოსი, გიორგი პაპუნაშვილი, ირაკლი ძარია (დინამო თბილისი), გიორგი ჩელებაძე (შუქურა), ბესიკ ჩიმაკაძე (მერანი), ოთარ კვერნაძე (ტორპედო), საბა ლომია (ზუგდიდი)

 

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

-ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების  რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

 

 

http://www.fczestafoni.ge-ს ფოტო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117061