ჭადრაკი

18:01 | 15.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ერევნის ტურნირი წარუმატებლად დაასრულეს

ქართველი მოჭადრაკეებისთვის წარუმატებლად დასრულდა სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართული მემორიალი, რომელიც ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ანდრანიკ მარქარიანის ხსოვნას ეძღვნებოდა.
შეგახსენებთ, რომ ერევანში საქართველოს ღირსებას დავით ბენიძე (2524) და შოთა აზალაძე (2471) იცავდნენ. ამ უკანასკნელს მე-5 განთესვა გააჩნდა, თუმცა, 9 ტურში მხოლოდ 3.0 ქულა მოაგროვა და ათ მონაწილეს შორის ბოლო ადგილი დაიკავა.
თანამემამულეზე 0.5 ქულით მეტი მიითვალა აზალაძემ, რომელსაც დამატებითი მაჩვენებლებით მე-7 პოზიცია ერგო.
ცნობისთვის, სომხური მემორიალის საპრიზო ფონდი მილიონი დრამი (დაახლოებით 2 500 დოლარი) გახლდათ, მისი გამარჯვებული კი უკრაინელი მარტინ კრავცივი (2593) გახდა, რომელმაც 7.0 ქულა მიითვალა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093098