ორი ცნობილი ფეხბურთელის, დიდიე დროგბასა და კრისტიან ვიერის ყოფილმა საყვარელმა, ულამაზესმა იტალიელმა მოდელმა ელიზაბეტ კანალისმა, როგორც ჩანს, სპორტსმენების ტრფობაზე საბოლოოდ აიღო ხელი და გეზი ფულიანი ბიზნესმენებისკენ დაიჭირა. კანალისი ამჟამად ერთ-ერთ ამერიკელ ბიზნესმენს ხვდება და მისგან უკვე დიდებული საჩუქრებიც მიიღო.
ელიზაბეტს ახალმა გულისსწორმა ლოს ანჯელესში, ზედ ოკეანის ნაპირზე მდებარე შესანიშნავი ვილა და ახალი სპორტული ავტომობილი აჩუქა. მიუხედავად იმისა, რომ არც დიდიე დროგბა და არც კრისტიან ვიერი უფულობას ნამდვილად არ უჩივიან, კანალისისათვის ასეთი ძვირადღირებული საჩუქრები ჯერ არავის მიუძღვნია.
ელიზაბეტ კანალისი განსაკუთრებით იტალიელ რეჟისორ ნიკოლო მირანდას ემდურის, რომელსაც იტალიელი მოდელი დაახლოებით ორი წლის წინ დაშორდა. დიდიე დროგბას შემდეგ, კანალისი სწორედ ნიკოლო მირანდას ხვდებოდა, რომელსაც ძალიან ცუდი ხასიათი აღმოაჩნდა და სატრფოს რამდენჯერმე ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენა. ელიზაბეტისთანა ქალები კი, ასეთ მოქცევას, რა თქმა უნდა, არ მოითმენენ...







