პორტუგალიის ლიგის თასზე, “ჟილ ვისენტემ”, სადაც ავთო ებრალიძე გამოდის, შინ “ლეიშოეშს” ვერ მოუგო – 0:0.
ამჯერად, ქართველი შემტევი ნახევარმცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 58-ე წუთზე დიოგო ვიანას ნაცვლად ჩაერთო.
ლიგის თასის მეორე ჯგუფურ ეტაპზე, “ჟილ ვისენტეს” მეტოქეებად “ლეიშოეშის” გარდა, “ბენფიკა” და “ნასიონალი” ყავს. პირველი ტურის მერე, ჯგუფს 3 ქულით “ბენფიკა” ლიდერობს, ხოლო “ჟილ ვისენტე” ერთი ქულით მეორე ადგილზეა.