“მსოფლიო სპორტი” იუწყებოდა, რომ “ჟილ ვისენტეს” ნახევარმცველი ავთო ებრალიძე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მაისურის ჩუქებას პორტუგალიური კლუბის პრეზიდენტ ანტონიო ფიუზასთვის აპირებდა.
გამოცემა აბოლა.პტ-ს ინფორმაციით, ეს ცერემონია “ვიტორია გიმარაეშთან” მატჩის დაწყებამდე მოხდა. ფიუზა ტრიბუნიდან მოედანზე ჩავიდა და 22 წლის ქართველისგან მაისური მიიღო.
ებრალიძეს საქართველოს ეროვნულ გუნდში დებიუტი 15 ოქტომბერს ალბასეტეში ესპანეთის ნაკრებთან წაგებულ (0:2) მატჩში ჰქონდა.