ფეხბურთი

15:54 | 2.10.2013 | ნანახია [] - ჯერ

ებრალიძე “სეტუბალთან” ფრით გულდაწყვეტილია

 

“ჟილ ვისენტეს” ქართველი თავდამსხმელი ავთო ებრალიძე პორტუგალიის ჩემპიონატის მე-6 ტურში, სტუმრად “სეტუბალთან” ფრედ (2:2) დასრულებული მატჩით გულდაწყვეტილია.

“ჩვენ მოსაგებად ჩავედით. გულდაწყვეტილები ვართ, რადგან სამი ქულის აღება გვსურდა. თუმცა, ეს უკვე წარსულია და მომავალ მატჩზე უნდა ვიფიქროთ. დაცვის შეცდომები? ცუდია, მაგრამ ფეხბურთში მსგავსი რამ ხშირად ხდება. ჩვენ მიერ გატანილი მეორე გოლი? ვფიქრობ, კარგი სვლა გავაკეთე. კარში დარტყმა მინდოდა, მაგრამ პარტნიორი უკეთეს პოზიციაში მყოფი დავინახე და პასი მივეცი” – იუწყება ებრალიძის სიტყვებს პორტუგალიური ინტერნეტგამოცემა maisfutebol.iol.pt-ი.  

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102022