ფეხბურთი

16:11 | 1.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ებრალიძე ნაკრების მაისურს “ჟილ ვისენტეს” პრეზიდენტს აჩუქებს

ავთო ებრალიძე, მაისურს, რომლითაც საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულ გუნდში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, “ჟილ ვისენტეს” პრეზიდენტს ანტონიო ფიუზას აჩუქებს.

პორტუგალიური ინტერნეტგამოცემა maisfutebol.iol.pt-ის ინფორმაციით, 22 წლის ქართველი ნახევარმცველი ფიუზას მაისურს “ვიტორია გიმარაეშთან” მატჩის დაწყებამდე გადასცემს.

ებრალიძეს ნაკრებში დებიუტი ესპანეთთან სტუმრად წაგებულ (0:2) მატჩში ჰქონდა და  მოედანზე 69-ე წუთზე შოთა გრიგალაშვილის ნაცვლად შევიდა.

ებრალიძე “ჟილ ვისენტეში” მიმდინარე სეზონის მსვლელობის დროს “ოლივეირენსედან” გადავიდა.

აქვე გეტყვით, რომ არცთუ დიდი ხნის წინ ფიუზამ ქართველი ფეხბურთელის მშობლების მგზავრობა დააფინანსა ალგავრედან ბარსელუშამდე, რომ მათ შვილის თამაში ენახათ. 


 

0.117247