თამაშგარე

12:33 | 6.08.2012 | ნანახია [] - ჯერ

ების სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება
31 წლის ინგლისელი ფეხბურთელის, პიტერ კრაუჩის მეუღლეს, 26 წლის მოდელ ები კლენსის შესაძლოა საოპერაციო მაგიდაზე მოუწიოს დაწოლა, რისი მიზეზიც, სუპერმოდელის კიდევ უფრო გალამაზებისა და მთელი მსოფლიოს დაპყრობის იდეა გახდა. როგორც იტყვიან, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.
ბოლო დროს ები საზოგადოებაში ძალიან იშვიათად ჩნდება და მთელ თავისუფალ დროს ოჯახსა და 18 თვის ქალიშვილს უთმობს. ამასთან, საყიდლებზე სიარულისას მაქსიმალურად ინიღბება, რათა გარშემო მყოფების ყურადღება არ მიიპყროს და ტუჩებზე მუდამ ხელები აქვს აფარებული.
ასეთი უცნაური საქციელის მიზეზი მალე გამოაშკარავდა – კრაუჩის ცოლის ბაგეები ბოტოქსმა ვეღარ შეიმაგრა და უფორმო მასას დაამსგავსა. გაურკვეველია, თუ რატომ არ ჩქარობს ოპერაციის გაკეთებას ები, რადგან შესაძლოა, სამსახურის გარეშე დარჩეს.
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.097583