ძიუდო

13:55 | 27.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოისტების პრემირება

ყოველი სპორტული სეზონის ბოლოს ჩვეულებრივ დღის წესრიგში დგება წლის განმავლობაში წარმატებული სპორტსმენების პრემირების საკითხი. 2013 წელს ქართველმა ძიუდოისტებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე, როგორც უფროს ასაკში, ასევე ახალგაზრდებსა და კადეტებში.

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია განსაკუთრებით იყო დაინტერესებული წარმატებული ძიუდოისტების პრემირებით, რადგან ეს საკითხი დიდ გავლენას ახდენს მათ ასპარეზობებზე მომავალ შეჯიბრებებში.

სასიხარულოა, რომ წლის ბოლოს საქართველოს მთავრობის განკარგულებით, წარმატებული სპორტსმენების პრემიალური თანხები, ბოლო წლებთან შედარებით, 50%-ით გაიზარდა.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ სპორტსმენთა პრემირებისთვის გამოყოფილი თანხიდან, სხვა სპორტის სახეობებთან  შედარებით გაცილებით მეტი (წარმატებების შესაბამისად), დაახლოებით 2 მილიონ ლარამდე, ძიუდოისტებს და ძიუდოში დასაქმებულ მწვრთნელებს შეხვდებათ.

საქართველოს ძიუდოს ფედერაცია, ქართველი ძიუდოისტებისა და მათი მწვრთნელების სახელით, მადლობას უხდის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტსმენთა პრემირების საკითხზე გაწეული მუშაობისთვის და მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას სპორტსმენთა წარმატების დაფასებისთვის.

იმედია, მსგავსი წახალისება ქართველ ძიუდოისტებს სასიკეთოდ წაადგებათ და ისინი კიდევ უფრო მეტ გამარჯვებებს მოუტანენ ქვეყანას და კიდევ უფრო მეტად გაახარებენ ქართველ გულშემატკივრებს.

www.gjf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.067696