საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 6-8 ივნისს კუბის დედაქალაქში დაგეგმილ გრან პრიზე უძლიერესი შემადგენლობით იასპარეზებს. საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ირაკლი უზნაძეს ჰავანაში შემდეგი ძიუდოისტები მიჰყავს:
-60 კგ. – ამირან პაპინაშვილი
-73 კგ. – ნუგზარ ტატალაშვილი, ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ. – ავთანდილ ჭრიკიშვილი, უშანგი მარგიანი
-90 კგ. – ვარლამ ლიპარტელიანი, ბექა ღვინიაშვილი
+100 კგ – ადამ ოქრუაშვილი, ლევან მატიაშვილი