„ზუგდიდი”-“დინამოს“ დღევანდელ დაპირისპირებას ზუსტად ეს გამოთქმა შეესატყვისება, თუმცა თამაშის სცენარიდან გამომდინარე, მასპინძლებს არაფერი დაუთმიათ ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდისთვის და უფრო მეტიც, ხშირად ბურთს სწორედ ზუგდიდელები აკონტროლებდნენ, სანამ გოლი გავიდოდა მათ კარში.
სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, 3 ქულა დღევანდელ მატჩში ჰაერივით ყველაზე ტიტულიან გუნდს უფრო სჭირდებოდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ამ შეხვედრისთვის არაქათგამოცლილი არც მასპინძლები ყოფილან. ჯერ ერთი, რომ ამ გუნდებს შორის დაპირისპირებას ყოველთვის ახლდა ცხოველი ინტერესი, მაგრამ ბოლო დროს „დინამოს“ ხელმძღვანელთა ცნობილმა ხმამაღალმა განცხადებამ ს. კ. „ზუგდიდის“ მიმართ, მუხტი კიდევ უფრო გააღვივა. ზუგდიდელმა ქომაგებმა „დინამოს“ ხელმძღვანელს რომან ფიფიას, რომელიც ამ მატჩს ესწრებოდა, საგულდაგულოდ დამზადებული ბანერი დაახვედრეს „საფირმო“ წარწერით: „ზუგდიდი არ ყიდის, არც იყიდება“.
რაც შეეხება თამაშს, გუნდები პირველ ტაიმში მაინც ფრთხილობდნენ და ბურთი უმეტესად მოედნის ცენტრში ტრიალებდა, მაგრამ ეპიზოდები მაინც იყო ორივე კარის მიმართულებით. მე-10 წუთზე გიორგი გაბედავამ დაარტყა სახიფათო ჯარიმა და ლორიამ მოიგერია, რის შემდეგაც როინ ონიანმა შექმნა ხიფათი, თუმცა ეროვნული ნაკრების კიპერი კვლავ დამაჯერებელი იყო.
23-ე წუთზე უკვე სტუმრებმა შექმნეს რეალური საგოლე მომენტი, მაგრამ ზუგდიდელთა მეკარე ძაგანიაც ზუსტი აღმოჩნდა. ერთ წუთში შორიდან ჩისკომ დაარტყა და ისევ ძაგანიამ მოიგერია ბურთი.
შეხვედრის მიწურულს კვლავ მასპინძლები მიეძალნენ მეტოქის კარს. სტუმართა საჯარიმო ხაზის სიახლოვეს ირაკლი ეხვაიას წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა ჩინებული დარტყმით დაასრულა შოთა ლომიამ, ხოლო „დინამოს“ კარის დარაჯმა ბურთი ნახტომში მოიგერია.
პირველი ნახევრის ბოლო წუთზე ლორიამ აშკარა გოლისგან იხსნა საკუთარი გუნდი, როცა ზუგდიდელი გიორგი ხუბუას უძლიერესად დარტყმული ბურთი კუთხურზე გადააგდო. ამ ეპიზოდში ლორიამ წამებში მოასწრო რეაგირება და მარჯვენა დაბალი კუთხიდან ე.წ. „მკვდარი“ ბურთი მოხსნა.
მეორე ტაიმი შეტევით სტუმრებმა განაახლეს და ახლო მანძილიდან სახიფათოდ გივი კვარაცხელიამ დაარტყა, მაგრამ ააცილა. მასპინძლებმა უმალვე კონტრშეტევით უპასუხეს და ლორიას ისევ უძლიერესად, ლომიამ დაურტყა, სტუმართა მეკარემ კვლავ ნახტომში მოიგერია, ხოლო გამოვარდნილი ბურთი სტუმართა კარისკენ ისევ ხუბუამ დაჰკრა - ლორია უშეცდომო იყო.
შეხვედრა 56-ე წუთზე დაიძაბა და მინდორზე ფეხბურთელებს შორის შეხლა-შემოხლაც გაჩაღდა, რის გამოც მთავარ არბიტრს ლაშა სილაგავას თამაშის გაჩერება რამდენიმე წუთით მოუწია. ყველაფერი „დინამოს“ ესპანელი ლეგიონერის ჩისკოს არასპორტულ საქციელს მოჰყვა. ერთ-ერთ ეპიზოდში ის აფაქიძეს შეეჯახა, რის შემდეგაც ესპანელი ზუგდიდელ მცველს გამოეკიდა და ხელი პირდაპირ სახეში გაარტყა, აფაქიძე მინდორზე გაიშხლართა, ფეხბურთელებს შორის არეულობა დაიწყო, ხოლო ტრიბუნებზე ქომაგების დაწყნარება სამართალდამცავებს მოუხდათ. გულშემატკივრები ამის შემდეგ მთავარ არბიტრს გადაწყვეტილების გამო კიდევ უფრო შემოსწყრნენ, როცა მსაჯმა ჩისკოს მიმართ ზედმეტი ჰუმანურობა გამოიჩინა და სტუმართა ფორვარდი მხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილა, არადა სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ნებისმიერი ფეხბურთელი მსგავსი საქციელის გამო უყოყმანოდ ისჯება წითელი ბარათით. შეხვედრის დასრულების შემდეგ მასპინძლებს მთელ მსაჯთა კორპუსთან ეს კითხვა ჰქონდათ.
გოლი თბილისელებმა არეულობის ჩაწყნარების შემდეგ რამდენიმე წუთში გაიტანეს და თავი „დინამოს“ მცველმა გიორგი გველესიანმა გამოიჩინა. გოლის გაშვების მიუხედავად მასპინძლები არ მოდუნებულან და მათი მრავალსვლიანი კომბინაცია ძლიერი დარტყმით ონიანმა დაასრულა, თუმცა ბურთს მცველები გადაეღობნენ და ვითარება განმუხტეს.
ცოტა ხანში სტუმართა საჯარიმო ხაზთან, ისევ ეხვაია წააქციეს და ჯარიმა ლომიამ კარგად შეასრულა, თუმცა მერამდენედ უნაკლო აღმოჩნდა ლორიაც, რომელმაც ბურთი ნახტომში მოიგერია.
შეხვედრის ბოლოსკენ ზუგდიდელთა დამრიგებელი ელგუჯა ქომეთიანი ვა-ბანკზე წავიდა და შეცვლებით წინა ხაზი გააძლიერა, თუმცა მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე ლევან ხმალაძემ მეორე გატანილი გოლით შეხვედრას წერტილი დაუსვა. „დინამომ“ კი თამაში დამსახურებულად მოიგო.
ზუგდიდი - დინამო (თბილისი) 0:2 (0:1)
19 აპრილი. განმუხური. ცენტრალური.
ზუგდიდი: ძაგანია, აფაქიძე, რ. ონიანი (კობერიძე 90), კანკია (კუკავა 78), ქვარცხავა, აქუბარდია, ხუბუა (მალანია 87), სიხარულია, შ. ლომია, გაბედავა, ეხვაია
მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი
დინამო: ლორია, კვარაცხელია, სეთურიძე, ხმალაძე, მერებაშვილი, ალვარო, გრაციარი, ჩისკო (დვალი 90), გლიშიჩი, შაშიაშვილი (გველესიანი 23), ძარია
მწვრთნელი: დუშან უჰრინი
გოლები: 1:0 გველესიანი (60), 2:0 ხმალაძე (90+2)
გაფრთხილება: გველესიანი (38), სეთურიძე (87)
მსაჯი: ლაშა სილაგავა
I-VI ადგილებისთვის
ზუგდიდი – დინამო (თბილისი) 0:2 (0:0)
გოლი: 0:1 გიორგი გველესიანი (60), 0:2 ლევან ხმალაძე (90)
ჩიხურა (საჩხერე) – ტორპედო (ქუთაისი) 1:1 (0:0)
გოლები: 0:1 გიორგი ბერიაშვილი (65), 1:1 ნიკა კვასხვაძე (73)
ზესტაფონი – დილა (გორი) 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 ირაკლი მოდებაძე (43), 0:2, 0:3 ნათან ჟუნიორი (51, 79)
- დინამო (თბილისი) 28 20 6 2 73:20 66
- დილა (გორი) 28 20 2 6 50:19 62
- ტორპედო (ქუთაისი) 28 16 7 5 47:21 55
- ჩიხურა (საჩხერე) 28 15 6 7 41:28 51
- ზესტაფონი 28 11 6 11 31:27 39
- ზუგდიდი 28 10 6 12 28:42 36
VII-XII ადგილებისთვის
კოლხეთი (ფოთი) – მეტალურგი (რუსთავი) 0:0
დინამო (ბათუმი) – მერანი (მარტვილი) 6:0 (3:0)
გოლები: 1:0 ალექსანდრე კოშკაძე (12), 2:0 სანდრო გურული (14), 3:0, 4:0 ბესიკ ჩიმაკაძე (30, 65), 5:0 ვაჟა ქორიძე (72), 6:0 ამირან მუჯირი (89)
სიონი (ბოლნისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 0:3 (0:3)
გოლები: 0:1 ოთარ ჯავაშვილი (7), 0:2 გურამ ადამაძე (45), 0:3 გიორგი ვასაძე
- მეტალურგი (რუსთავი) 28 12 7 9 27:29 43
- მერანი (მარტვილი) 28 8 3 17 27:48 27
- დინამო (ბათუმი) 28 7 5 16 33:49 26
- ვიტ ჯორჯია (თბილისი) 28 6 8 14 20:38 26
- სიონი (ბოლნისი) 28 6 7 15 20:45 25
- კოლხეთი (ფოთი) 28 2 7 19 15:46 13
მეგოლეები:
21 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)
17 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)
16 - საბა ლომია (1, “მერანი”)
12 – ალვარო (“დინამო” თბილისი)
10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), ბესიკ ჩიმაკაძე (1, “დინამო” ბათუმი), ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”)
9 - ლევან ხმალაძე (“დინამო”), გიორგი ბერიაშვილი (“ტორპედო”)
8 - დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”), 7 - ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), დიმიტრი ტატანაშვილი (“დინამო” თბილისი)
6 – ელგუჯა გრიგალაშვილი (“ტორპედო”), მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე, ნიკო კვასხვაძე (ორივე -“ჩიხურა”) ბათუმი), რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის)
5 - გიორგი კუხიანიძე (2, “ტორპედო”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), ბესიკ დეკანოიძე ("ჩიხურა"), რომან ახალკაცი (“მეტალურგი”), ნათან ჟუნიორი (“დილა”)
4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), ნიკა დიასამიძე, სანდრო გურული (1, “დინამო” ბათუმი), (“დინამო” ბათუმი), აკაკი მიკუჩაძე (3, “სიონი”)
3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი (ორივე - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი (ორივე - “დილა”), გიორგი ონიანი, ბექა ტუღუში (ორივე - “ტორპედო”), თორნიკე ბერიძე, ამირან მუჯირი (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი, შალვა კვანტალიანი (ორივე - “კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჟანიძე (“ვიტ ჯორჯია”)
2 – ლევან კუტალია (1), ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი (ყველა – “ზესტაფონი”), ზურაბ მენთეშაშვილი, გოგი ფიფია (ორივე - “მეტალურგი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე (ყველა - “მეტალურგი”), მიხეილ გორელიშვილი, ბაჩანა არაბული, დათო კვირკველია (1), ლაშა გვალია (1, ყველა - “დილა”), ირაკლი კლიმიაშვილი (“სიონი”), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე, ლაშა შერგელაშვილი (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა გაბრიჩიძე, გურამ ადამაძე, გიორგი ვასაძე, (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), ზვიად სიხარულია (“ზუგდიდი”), ზვიად ლობჟანიძე (“მეტალურგი”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)
1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, ბოტი გოა დემელი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, ვალერი იობაშვილი, დათა სიჭინავა, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი, გიორგი გველესიანი (ყველა – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე, გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, ვილი ისიანი, დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია (ყველა - “სიონი”), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ირაკლი ღიბრაძე, გიორგი ჯანელიძე, ოთარ ჯავაშვილი (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე, ვალერი კაციტაძე, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია, გიორგი ილურიძე (ყველა - “დილა”), ომარ გოგონაია, ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა, გიორგი ბუხაიძე (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია, ალექსანდრე კოშკაძე, ვაჟა ქორიძე (ყველა - “დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” Aაზერბაიჯანი), ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), გიორგი ქუცურუა, გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, გიორგი ჭედია (ყველა – უგუნდოდ)
ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი, გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა






