ჭადრაკი

1:31 | 26.01.2013 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძეს მელიამ გადაასწრო

ჰიბრალტარში მიმდინარე Tradewise Gibraltar Chess Festival 2013-ის მასტერსის ტურნირის მეოთხე ტურში პირველი ქულა დაკარგა ნანა ძაგნიძემ, რომელიც შავი ფიგურებით დამარცხდა ედუარდო იტურიზაგასთან. სალომე მელიამ კი ანა მიზუჩიკს სძლია.ძაგნიძის დარად მარცხი იწვნია კიდევ ერთმა ქართველმა მოჭადრაკემ - ქეთევან არახამია-გრანტმა, რომელიც ამ ტურნირში შოტლანდიის სახელით ასპარეზობს.

ოთხი ტურის შემდეგ მელიას 3,5 ქულა აქვს, ძაგნიძეს - 3, არახამია-გრანტს - 2. ტურნირს 4-4 ქულით ლიდერობენ ლიემ ლი კენგი, ნიკიტა ვიტიუგოვი, დარიუს შვეიცი, და ედუარდო იტურიზაგა.

მეხუთე ტურში ძაგნიძის მეტოქეა გიდნმუნდურ კიარტანსონი, მელია გევაინ ჯონსს ეთამაშება, ხოლო არახამია-გრანტი - კრისტიან მეიერს.

 

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091072