ჰიბრალტარში, Tradewise Gibratar Chess Festival 2013-ის მეორე ტურში ნანა ძაგნიძემ შავი ფიგურებით ერიკ დე ჰაანს მოუგო და 2 ქულით ლიდერთა შორისაა. ასევე შავი ფიგურებით სალომე მელია უპირატესობას ფლობდა ისრაელის წარმომადგენელ ემილ სუტოვსკისთან, მაგრამ საბოლოოდ ყაიმს დასჯერდა და 1,5 ქულა აქვს. პირველ ტურში გამარჯვების შემდეგ შოტლანდიის სახელით მოასპარეზე ქეთევან არახამია-გრანტი კი ნიკიტა ვიტიუგოვთან დამარცხდა.
მესამე ტურში ძაგნიძე თეთრი ფიგურებით ლოურანს ტრენტს ხვდება, მელია კი ასკინ ბრინს.







