ჭადრაკი

19:55 | 29.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძემ ევროპის ჩემპიონიც დაამარცხა

ჩინებულ ფორმაში მყოფი ნანა ძაგნიძის შეჩერება ვერც ევროპის ჩემპიონმა ტატიანა კოსინცევამ შეძლო. ქართველმა მოჭადრაკემ რუსს ფიდე-ს გრან-პრის მე-4 ეტაპის მე-6 ტურში სძლია და პირველი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა.
ძაგნიძე თეთრი ფიგურებით თამაშობდა და კოსინცევას 51-ე სვლაზე მოუგო. შედეგად, ნანამ ექვსი შესაძლებლობიდან 5.5 ქულა მოაგროვა და მე-2 ადგილზე გადასულ სომეხ ლილი მკრტჩიანს ერთი ქულით უსწრებს.
სამწუხაროდ, ამ უკანასკნელმა მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონ მაია ჩიბურდანიძეს 36-ე სვლაზე აჯობა, რის შემდეგაც ქართველი ქალბატონი 2.5 ქულით მე-7 პოზიციაზე აღმოჩნდა.
მე-6 ტური იმითაც გამოდგა საინტერესო, რომ ექვსივე პარტიაში გამარჯვება თეთრებით მოთამაშე მოჭადრაკეებს დარჩათ. 30 ივნისს გრა-პრიზე დასვენების დღეა, 1 ივლისს კი მე-7 ტურის შეხვედრები შედგება და ქართულ დერბისაც ვიხილავთ. ჩიბურდანიძე ძაგნიძეს თეთრი ფიგურებით დაუპირისპირდება
ფიდეს გრან-პრის ეტაპებში სულ 20 მოჭადრაკე მონაწილეობს. თითოეული მათგანი 6-დან 4 ტურნირში იასპარეზებს, სამი საუკეთესო შედეგი საერთო ჩათვლაში შევა, უძლიერესი კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას მიიღებს.
ჯერმუკის ტურნირი 11 ტურად მიმდინარეობს, საპრიზო ფონდი კი 40 ათასი ევროა, რომელიც ადგილების მიხედვით გადანაწილდება. შესაბამისად, მოჭადრაკეებს სარეიტინგო ქულებიც ერგებათ.
I ადგილი – 160 ქულა, 6 500 ევრო
II ადგ. – 130 ქულა, 4 750
III ადგ. – 120 ქულა, 4 000
IV ადგ. – 90  ქულა, 3 750
V ადგ. – 80 ქულა, 3 500
VI ადგ. – 70 ქულა, 3 250
VII ადგ. – 60 ქულა, 3 000
VIII ადგ. – 50 ქულა, 2 750
IX ადგ. – 40 ქულა, 2 500
X ადგ. – 30 ქულა, 2 250
XI ადგ. – 20 ქულა, 2 000
XII ადგ. – 10 ქულა, 1 750
გასული სამი ეტაპის – სტამბული (თურქეთი), ნანძინის (ჩინეთი), ნალჩიკის (რუსეთი) – შედეგებით, მოჭადრაკეთა რეიტინგი ასე გამოიყურება: იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2 ტურნირი) – 250 ქულა, ქსიუ ჟაო (ჩინეთი, 3) – 250, ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2) – 230, ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2) – 230, პია კრამლინგი (შვედეთი, 2) – 165, ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 1) – 160, იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 1) – 160, მარი სებაგი (საფრანგეთი, 2) – 160, ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2) – 130, მუნგუნტუულ ბატხუაგი (მონღოლეთი, 2) – 120, ჩენ ჟუ (ყატარი, 2) – 100, იან შენი (ჩინეთი, 2) – 85, მარტა ფიერო ბაკერო (ეკვადორი, 2) – 85, ლილიტ მკრტიჩიანი (სომხეთი, 1) – 80, ვენიუნ იუ (ჩინეთი, 1) – 80, ბაირა კოვანოვა (რუსეთი, 2) – 80, მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 1) – 45, ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 1) – 45, ბეტულ ილდიზ ჩემრე (თურქეთი, 3) – 40, ზეინაბ მამედიაროვა (აზერბაიჯანი, 1) – 25 ქულა.
 

ფიდე-ს ქალთა გრან-პრი. მე-4 ეტაპი. ჯერმუკი (სომხეთი). 23 ივნისი-6 ივლისი
მეექვსე ტური
ლილიტ მკრტჩიანი (სომხეთი, 2477) – მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2514) 1:0
ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2478) – ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2534) 1:0
იან შენი (ჩინეთი, 2452) – მარტა ფიერო ბაკერო (ეკვადორი, 2363) 1:0
იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 2484) – ბაირა კოვანოვა (რუსეთი, 2366) 1:0
იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2589) – პია კრამლინგი (შვედეთი, 2536) 1:0
ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2560) – ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2472) 1:0

 
სატურნირო მდგომარეობა
1. ძაგნიძე – 5.5;
2. მკრტჩიანი – 4.5; 3. კოსინცევა – 4.0; 4. შენი – 3.5; 5. ჰოუ – 3.5; 6. სტეფანოვა – 3.0; 7. დანიელიანი – 3.0; 8. იუჰუა – 3.0; 9. ჩიბურდანიძე – 2.5; 10. კრამლინგი – 2.0; 11. კოვანოვა – 1.5; 12. ფიერო ბაკერო – 0;
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.172853