6.5 ქულა 7 შესაძლებლობიდან – ეს ფენომენალური შედეგი ქართველ მოჭადრაკე ნანა ძაგნიძეს ეკუთვნის, რომელიც სომხეთის ქალაქ ჯერმუკში მიმდინარე ფიდე-ს გრან-პრის მე-4 ეტაპზე მსოფლიოს უძლიერეს ქალბატონებთან ერთად ასპარეზობს.
ძაგნიძე ისედაც ეტაპის ერთპიროვნული ლიდერი გახლდათ, მე-7 ტურის თავზე კი პირველობა კიდევ უფრო გაიმყარა. ნანამ ზედიზედ მე-4 გამარჯვება თანამემამულე მაია ჩიბურდანისთან იზეიმა. ქართულ დუელში შავი ფიგურებით მოთამაშე ძაგნიძემ წარმატებას 45-ე სვლაზე მიაღწია და 6.5 ქულა მოაგროვა.
ნანა უმთავრეს კონკურენტებს სომეხ ლილიტ მკრტჩიანსა და რუს ტატიანა კოსინცევას უკვე 1.5 ქულით უსწრებს და ეტაპის მოგების ჩინებული შანსი აქვს. ცნობისთვის, ძაგნიძე მე-8 ტურშიც შავებით იასპარეზებს, მისი მეტოქე კი ხსენებული მკრტჩიანი იქნება.
ჩინელ იან შენთან ასევე შავი ფიგურებით ჭიდილი ელის ჩიბურდანიძეს, რომელიც 2.5 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება.
ფიდეს გრან-პრის ეტაპებში სულ 20 მოჭადრაკე მონაწილეობს. თითოეული მათგანი 6-დან 4 ტურნირში იასპარეზებს, სამი საუკეთესო შედეგი საერთო ჩათვლაში შევა, უძლიერესი კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისთვის ბრძოლის უფლებას მიიღებს.
ჯერმუკის ტურნირი 11 ტურად მიმდინარეობს, საპრიზო ფონდი კი 40 ათასი ევროა, რომელიც ადგილების მიხედვით გადანაწილდება. შესაბამისად, მოჭადრაკეებს სარეიტინგო ქულებიც ერგებათ.
I ადგილი – 160 ქულა, 6 500 ევრო
II ადგ. – 130 ქულა, 4 750
III ადგ. – 120 ქულა, 4 000
IV ადგ. – 90 ქულა, 3 750
V ადგ. – 80 ქულა, 3 500
VI ადგ. – 70 ქულა, 3 250
VII ადგ. – 60 ქულა, 3 000
VIII ადგ. – 50 ქულა, 2 750
IX ადგ. – 40 ქულა, 2 500
X ადგ. – 30 ქულა, 2 250
XI ადგ. – 20 ქულა, 2 000
XII ადგ. – 10 ქულა, 1 750
გასული სამი ეტაპის – სტამბული (თურქეთი), ნანძინის (ჩინეთი), ნალჩიკის (რუსეთი) – შედეგებით, მოჭადრაკეთა რეიტინგი ასე გამოიყურება: იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2 ტურნირი) – 250 ქულა, ქსიუ ჟაო (ჩინეთი, 3) – 250, ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2) – 230, ჰუმპი კონერუ (ინდოეთი, 2) – 230, პია კრამლინგი (შვედეთი, 2) – 165, ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 1) – 160, იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 1) – 160, მარი სებაგი (საფრანგეთი, 2) – 160, ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2) – 130, მუნგუნტუულ ბატხუაგი (მონღოლეთი, 2) – 120, ჩენ ჟუ (ყატარი, 2) – 100, იან შენი (ჩინეთი, 2) – 85, მარტა ფიერო ბაკერო (ეკვადორი, 2) – 85, ლილიტ მკრტიჩიანი (სომხეთი, 1) – 80, ვენიუნ იუ (ჩინეთი, 1) – 80, ბაირა კოვანოვა (რუსეთი, 2) – 80, მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 1) – 45, ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 1) – 45, ბეტულ ილდიზ ჩემრე (თურქეთი, 3) – 40, ზეინაბ მამედიაროვა (აზერბაიჯანი, 1) – 25 ქულა.
ფიდე-ს ქალთა გრან-პრი. მე-4 ეტაპი. ჯერმუკი (სომხეთი). 23 ივნისი-6 ივლისი
მეშვიდე ტური
ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2472) – ლილიტ მკრტჩიანი (სომხეთი, 2477) 0.5:0.5
პია კრამლინგი (შვედეთი, 2536) – ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი, 2560) 0.5:0.5
ბაირა კოვანოვა (რუსეთი, 2366) – იიფან ჰოუ (ჩინეთი, 2589) 0.5:0.5
მარტა ფიერო ბაკერო (ეკვადორი, 2363) – იუჰუა ქსუ (ჩინეთი, 2484) 1:0
ტატიანა კოსინცევა (რუსეთი, 2534) – იან შენი (ჩინეთი, 2452) 1:0
მაია ჩიბურდანიძე (საქართველო, 2514) – ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2478) 0:1
სატურნირო მდგომარეობა
1. ძაგნიძე – 6.5; 2. მკრტჩიანი – 5.0; 3. კოსინცევა – 5.0; 4. ჰოუ – 4.0; 5. სტეფანოვა – 3.5; 6. დანიელიანი – 3.5; 7. შენი – 3.5; 8. იუჰუა – 3.0; 9. ჩიბურდანიძე – 2.5; 10. კრამლინგი – 2.5; 11. კოვანოვა – 2.0; 12. ფიერო ბაკერო – 1;







