ჭადრაკი

14:39 | 13.12.2011 | ნანახია [] - ჯერ

ძაგნიძე ბლიცში მეხუთეა

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მსოფლიო ინტელექტუალური თამაშების ეგიდით გამართული სწრაფი ჭადრაკის ტურნირის შემდეგ, რომელშიც ნანა ძაგნიძემ (2516) მესამე ადგილი დაიკავა, მოჭადრაკეები ერთმანეთს ბლიც-ტურნირშიც დაუპირისპირდნენ.
ძაგნიძემ ორი დღის განმავლობაში 15 პარტია გამართა, რომელთაგან 7 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა, ამდენივეში კი მარცხი განიცადა. საბოლოოდ, ნანამ მსოფლიოს ექს-ჩემპიონ ალექსანდრა კოსტენიუკის დარად 9 ქულა მოაგროვა, დამატებითი მაჩვენებლებით კი მე-5 პოზიცია დაიკავა.
11.5 ქულით ბლიცში გამარჯვებული ჩინელი იიფან ჰოუ (2578) გახდა, რომელსაც პირველი რეიტინგი გააჩნდა, მეორე-მესამე პოზიციები კი 9.5-9.5 ქულით ბულგარელმა ანტოანეტა სტეფანოვამ (2531) და სლოვენიელმა აზა მუზიჩუკმა (2562) გაიყვეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093192