ფეხბურთი

18:37 | 24.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

დვალიშვილი დაასვენეს

23 იანვარს, ვარშავის “ლეგიამ” თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური თამაში გერმანიის მეორე ბუნდესლიგის “კიოლნთან” ჩაატარა, რომელიც 2:2 დასრულდა, ხოლო ლადო დვალიშვილს პოლონური გუნდის რიგებში არ უთამაშია.

მატჩის შემდეგ, “ლეგიას” ნორვეგიელმა მთავარმა მწვრთნელმა ჰენინგ ბერგმა ქართველი თავდამსხმელის უთამაშებლობის მიზეზი განმარტა.

“დვალიშვილმა დილას ივარჯიშა და გუშინაც თავდაუზოგავად შრომობდა. ის ფიზიკურად ჯერ სათანადოდ მზად არაა. თუმცა, მისი უთამაშებლობის ძირითადი მიზეზი ისაა, რომ საქმეში სხვა ფეხბურთელების ნახვა გვსურდა. ჩვენ ვიცით დვალიშვილს რა შეუძლია. ის “ლეგიას” საუკეთესო ბომბარდირია. იგი დავასვენეთ, რომ ფიზიკური მდგომარეობა გაიუმჯობესოს. დვალიშვილი საქმეში ბევრჯერ გვინახავს და ახლა სხვა მოთამაშეების ხილვა გვსურდა” – იუწყება ბერგის სიტყვებს პოლონური პრესა.

0.115615