ფეხბურთი

21:20 | 29.07.2013 | ნანახია 8586 - ჯერ

დუშან უჰრინი: “თუ “სტიაუა” ერთ გოლს გაგვიტანს, ჩვენ ორს გავუტანთ”

ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ბუქარესტის “სტიაუასთან” საშინაო მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინმა განაცხადა, რომ მისი გუნდი მომავალ დაპირისპირებაში აქცენტს შეტევაზე გააკეთებს.

დუშან უჰრინი: “პირველყოვლისა, კარგ თამაშს ველი. “სტიაუა” კარგი გუნდია, კარგად მომზადებული. ამ გუნდს ვიცნობ, რუმინელებიც იცნობენ ჩემს ხელწერას, რადგან 3 წელიწადი ამ ქვეყანაში ვმუშაობდი. მეტოქის მსგავსად, ჩვენც შემტევი გუნდი ვართ. სახლში ვთამაშობთ და გამარჯვებას შევეცდებით”.

პრესკონფერენციაზე მყოფმა თბილისელთა მცველმა გივი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ “დინამო” რუმინელებთან სათამაშოდ მზადაა.

გივი კვარაცხელია: “რა დონის გუნდსაც ვეთამაშებით, ყველამ კარგად ვიცით. ეს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია ევროპაში. გასულ სეზონში ევროპის ლიგის ნახევარფინალამდე გავიდა. სათამაშოდ მზად ვართ და მოსაგებად გავალთ”.

-რას თვლით “სტიაუას” ძლიერ მხარედ? განვლილ შეხვედრაში ორი გოლი მცველების უხეში შეცდომის გამო გაუშვით და რას იღონებთ დაცვითი თამაშის გამოსასაწორებლად?

დუშან უჰრინი: “სტიაუას” დადებით მხარეზე ასე ღიად ვერ ვისაუბრებ. ეს გუნდი შესწავლილი მყავს, 90 წუთს შეტევაში ატარებს. ასევე შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენც შემტევი გუნდი გვყავს. ჩვენი გუნდის დაცვა მომზადებული რომ არ იყოს, ამ ეტაპზე არ ვიქნებოდით. თუ “სტიაუა” გაგვიტანს ერთ გოლს, ჩვენ ორს გავუტანთ.

- იმ დროს, როდესაც თქვენ “ტიმოშოარაში” მუშაობდით, სამი ფეხბურთელი, რომელიც მაშინ იმ გუნდში იყო, ახლა “სტიაუაში” თამაშობს.

- ბოლო სამი წლის განმავლობაში “სტიაუაში” ბევრი რამ შეიცვალა. ამ გუნდმა წინ დიდი ნაბიჯი გადადგა. რამდენიმე ფეხბურთელი რუმინეთის ნაკრებშიც თამაშობს. თუმცა “სტიაუასა” და რუმინეთის ნაკრების თამაშის სტილი განსხვავებულია.

- ხვალინდელ მატჩში დადებითი შედეგის მისაღწევად გადამწყვეტი ფაქტორი რა იქნება?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, დაზუსტებით რომ ვიცოდე, რა იქნება გადამწყვეტი, მაშინ გეტყოდით, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ. რაც დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, მომავალ შეხვედრაში “დინამო” თავის ფეხბურთს ითამაშებს. ვეცდებით, თავი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ და შექმნილი მომენტები გამოვიყენოთ.

- “სტიაუასთან” რუმინეთში მუშაობის პერიოდში არასოდეს წაგიგიათ.

- ეს უკვე ისტორიაა. შესაბამისად შევეცდებით, არც ხვალინდელ მატჩში წავაგოთ.

- ანგარიში 0:0 დაგაკმაყოფილებთ?

- ეს თამაშის მერე მკითხეთ.

- გუნდის ახალწვეული რუმინელი ნახევარმცველი დურინ გოგა თუ ითამაშებს?

- მოხვდება თუ არა გოგა განაცხადში, ამას დღეს საღამოს გადავწყვეტ, როდესაც საბოლოოდ ჩამოვყალიბდები, მომავალ მატჩში ვინ იასპარეზებს.

...პრესკონფერენციამდე თბილისის “დინამომ” ივარჯიშა. ჟურნალისტები წვრთნის მხოლოდ საწყისს 15 წუთს დაასწრეს. დუშან უჰრინის განკარგულებაში 22 ფეხბურთელია და ყველა სრული დატვირთვით ვარჯიშობდა.

 


კომენტარები (171)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:56 | 30.07.2013
manuchari (657)

მტავარია ზედემეტი თვითდაჯერებული არ გამკოვიდნენ სათამაშოდ და არ აყვენ სტიაუას ტემპში

17:42 | 30.07.2013
caporigime (49)

ვინც ზუსტად იცით,სტიაუას რო გავცდეთ უეჭველი ძლიერი გუნდებიდან შეგვხვდება ვინმე თუ მაგალითად Shakhtar Karagandy (Kaz
Skenderbeu Korca (Alb ამათ შორის გამარჯვებულიც შეიძლება შეგვხვდეს???

17:40 | 30.07.2013
sportfun (1105)

სასტავი როგორი იქნება თქვენი აზრით და ოპტიმალური ვარიანტია თუ არა?

17:36 | 30.07.2013
Manchester faithful (1168)

პირველ არხზეც და მეროე არხზეც

17:32 | 30.07.2013
lukaluuu (304)

BიჯებBი რომელ არხზე აჩვენებენ

17:07 | 30.07.2013
abuka (1007)

ხალხო,დღეს ვიყიდე ბილეთები და ძაან ბევრია გაყიდულიო! იმედია სრადიონს გავავსებთთთთთთთთთთთთთთ

16:35 | 30.07.2013
ბუკუკი (261)

აი ეს ნახეთ
0?'>https://www.facebook.com/photo.php?fbid=585403671510088&set=a.305000469550411.88450.304741229576335&type=1&theater;':'>https://www.facebook.com/photo.php?fbid=585403671510088&set=a.305000469550411.88450.304741229576335&type=1&theater;'))

15:21 | 30.07.2013
Buratino (3505)

ძალიან გთხოვთ ამ ჩემს კომენტარზე ვინმემ დადებითი გამოხმაურება გააკეთოს!
.
"ბიჭებო, ვისაც გლადიატორებთან (ან სხვა ულტრასებთან) ხმა მიგიწვდებათ, სთხოვეთ რომ სტადიონზე აუცილებლად გამოფინონ ბანერი შემდეგი სიტყვებით:
STEAUA, WELCOME TO HELL!"



15:20 | 30.07.2013
geogio (33)

ვინმემ თუ იცით 7 წლის ბავშვს სჭირდება ბილეთი?

17:37 | 30.07.2013
sportfun (1105)

რა თქმა უნდა

15:18 | 30.07.2013
geogio (33)

მივედი სტადიონზე ბილეთების საყიდლად და ნორმალური 5 და 10 ლარიანი ბილეთები დასტა დასტა ეჭირათ გადამყიდველებს, ყიდდნენ ისე რომ არც იმალებოდნენ მოლარეების გვერდით იჯდნენ და კონსულტაციასაც გაგიწევდნენ თუ რომელი ადგილი მოგესურვებოდა. მესმის რომ 5 10 15 ცალი ბილეთი იყიდო და ვერ შეამჩნიოს ადმინისტრაციამ, მაგრამ როცა ესე "პაჩკბით" უჭირავთ 100 100 და ყველას თვალწინ ყიდიან მემგონი რეაგირება უნდა მოახდინოს დინამოს ადმინისტრაციამ... ან რაიმე მოიფიქრონ რომ ესეთი რამე არ ხდებოდეს. ამით უბრალო გულშემატკივრები ზარალდებიან... (არ გინდა მაგრამ მაინც გაფიქრებინებს რომ თქვენი ხელიც ურევია ამ საქმეში ადმინისტრაციას ვგულისხმობ) ..

15:11 | 30.07.2013
Buratino (3505)

ალბათ იქნება, მაგრამ შენ რისკავ იმას რომ შეიძლება გადამყიდველებისგან მოგიწიოს შეძენა უფრო ძვირად, ამიტომ ჯობია ბოლო მომენტამდე არ გადადო!

15:06 | 30.07.2013
კაპიტანი ტახმაგიდო (11501)

ბიჭებო ვისაც რამე ინფორმაცია გაქვთ მითხარით საღამოსთვის იქნება კიდე ბილეთები დარჩენილიი?

15:09 | 30.07.2013
tornike_qochlaa (5528)

იქნება ბრატ 32 ათასი ბილეთია გაყიდული ჯერ )

14:31 | 30.07.2013
tornike_qochlaa (5528)

მსოფლიო სპორტი რა იყო რუმინელები ხართ ხალხო აიტანეთ ეს სტატია ზემოთ შედით ნებისმიერ რუმინულ სპორტულ საიტზე და ნახავთ მთავარი თემა რა არი და როგორი განალიზირებულია ყველაფერი სტატიას არ წერთ ნუ წერთ ეს სტატია ამინც აიტანეთ მთავარზე !

14:28 | 30.07.2013
achibero (413)

დღეს ყველა დინამოელებივართ მერე რა რომ ქუთაისლები ვართ ძაან მინდა დრეს დინამომ გახიოს სტიაუა

17:10 | 30.07.2013
abuka (1007)

დღეს დინამო საქართველოა და ყველანი საქართველოს ვგულშემატკივრობთ!!!!!!!!!ჯოჯოხეთზე უარესი უნდა მოვუწყოტ დღეს ბოშათა ბანაკს!

14:13 | 30.07.2013
tengoroma (4673)

14:05 | 30.07.2013
Manchester faithful (1168)

ძარი მეორე თამაშზე გვეყოლება

13:35 | 30.07.2013
taz55 (1788)

MoutbenlaD velodebi 8saads dges.unda movigod.midit bichebo.



15:53 | 30.07.2013
სავაშა__ (6590)

მოგკლავ ნორმალურად წერე ! : დდ სისხლი გამიშრო უკვე 1 კვირაა ამის კომენტარებმა : xx , ვკითხულობ და ტვინში მირტყავს :X

16:07 | 30.07.2013
Freekick (817)

არაუბვზაგს

12:54 | 30.07.2013
critic (495)

stripslashes((strlen('http://gefc.ge/main/882-bbbbb-bbbb-bb-bbbbbbbbbbbb.html')>0?'http://gefc.ge/main/882-bbbbb-bbbb-bb-bbbbbbbbbbbb.html':'http://gefc.ge/main/882-bbbbb-bbbb-bb-bbbbbbbbbbbb.html')) - რეინა:" ამას არ ვიმსახურებდი"

12:44 | 30.07.2013
LIONEL MESSI (1786)

მიდით ბიჭებო! უნდა მოვუგოთ ციგნებს დღეს,თან სასურველია რომ გოლი არ მივიღოთ საკუთარ კარში!მე ყველაზე მეტად სტანდარტულების მეშინია,ძაან ბევრი აყლაყუდა ყავთ გუნდში და ფრთხილად უნდა ვიყოთ! მე მაგრად მჯერა რომ შემდგომ ეტაპზე გავალთ და სხვისი არ ვიცი!

11:54 | 30.07.2013
mutombo (396)

სპეკულიანტების დედას ,,, 5ლარიანებს აქრობენ ეს B ო ზები ,

11:53 | 30.07.2013
lakers93 (446)

როდის მოვა 8სსაატი ეხლა დავევ დავიდზინებ და იქნებ მალე გავიდეს დრო რა დავტანჯე

11:51 | 30.07.2013
lakers93 (446)

მე ქუთაისელი კაცი ვარ და შესაბამისად ტორბეტოს ბალეჩიკი თუმცა დინამოს სიძლიერეში დარწმუნებული ვარ და მტელი გულით ვბალეჩიკობ და დიდი იმედი მაქ რომ სტიაუა ვერ შეგვაჩერებს დინამოში ჩაიდო დიდი ინვესტიციები და ეს გუნდი ლიგის ჯგუპურზე მინდა ვნახო მერე იქ გამოცდილებას მიიიგებს სხვა როარაპერი .თუმცა სადგაც გულის სირგმეში ევროპა ლიგაზეც არ ვარ წინააგმდეგი დგეს დინამოს მოგენა ავიგე და კიდე პზლენის მეტობა და 2იანი მოკლედ წინ დინამო დგეს ვიგებთ რატომგაც მგონია ისე როგორც დილამ მოიგო ისე მოულოდნელად დიდი ანგარიშით

12:18 | 30.07.2013
dato87 (1590)

აბარა საქართველოს ყველა ქალაქის შვილს ქართული ფეხბურთისა და საქართველოს სიყვარული გვაერთიანებს,გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს და დიდი იმედი მაქვს ტორპედო ძველ კონდიციებს დაიბრუნებს და საქართველოს კიდევ 1 საამაყო გუნდი ეყოლება!

12:11 | 30.07.2013
zaza16.10.80 (762)

მეც ქუთაისელი ვარ, მაგრამ დღეს ყველანი დინამოს გულშემატკივრები ვართ 90 წუთი...მერე კიდე მეორე 90 წუთი რუმინეთში

11:41 | 30.07.2013
zaza16.10.80 (762)

ჰა რა ქენით გლადიატორებმა, მოუწყვეთ ჯოჯოხეთი წუხელ სასტუმროში რუმინელ ციგნებს?

10:52 | 30.07.2013
wakako1988 (232)

კარგი თამაში იყოს, მომენატრა ქართული გუნდებისგან თავისი შეტევებით და არა მეორე ნომრათ თამაში, და ძირითადში გოგა იქნება თუ ჯემალა, დიდი მნიშვნელობა აარ აქვს. უბრალოდ ის ზანგი მინდა საქმეში ვნახო როგორია

10:57 | 30.07.2013
სავაშა__ (6590)

+1 , ჯემალაზე კარგად მაცინე ; დდ

10:31 | 30.07.2013
georg1a (18)

stripslashes((strlen('http://www.geofcfan.com/')>0?'http://www.geofcfan.com/':'http://www.geofcfan.com/')) - უფასო და ფაისანი პროგნოზები, LiveScore, LiveTV
0?'>http://www.geofcfan.com/':'>http://www.geofcfan.com/')) - უფასო და ფაისანი პროგნოზები, LiveScore, LiveTV

10:29 | 30.07.2013
Buratino (3505)

ბიჭებო, ვისაც გლადიატორებთან (ან სხვა ულტრასებთან) ხმა მიგიწვდებათ, სთხოვეთ რომ სტადიონზე აუცილებლად გამოფინონ ბანერი შემდეგი სიტყვებით:
STEAUA, WELCOME TO HELL!

10:29 | 30.07.2013
georg1a (18)

დი ნა მოოოოოოოოოოოოოო!!!

10:29 | 30.07.2013
Freekick (817)

დღეს ვიგეეეეეეეეეეებთ 2-0! რარაც ძალიან კარგ განწყობაზე ვარ დილიდანვე! მალე მოვიდეს 8 სათი მიდი ჩისკოს დუბლი ვოუს ერთი ასისტი და მერე მერებასი!!1 დინამოოო!!!!

10:27 | 30.07.2013
Buratino (3505)

აეეეეეე, წავედით ყველანი საღამოს სტადიონზე! უნდა გავავსოთ და ხმის ჩახლეჩამდე ვიღრიალოთ მთელი თამაში! ჯოჯოხეთი უნდა მოვუწყოთ რუმინელებს და დოპინგივით დამატებითი ენერგია შთავბეროთ ჩვენს ბიჭებს!

10:18 | 30.07.2013
სავაშა__ (6590)

ავტორ , ჩემპიონთა ლიგის III საკვალიფიკაციო ეტაპი და არა ევროპის )

09:57 | 30.07.2013
laciosErtguli (3640)

დღეს დიდი დღეა დიდი

09:48 | 30.07.2013
dinamo_tiflis (3394)

რაღაც უვერენად საუბრობს დუშანა! რაც კიდევ უყფრო მაძლევს მოგების იმედს!!! მიდით ბიჭები მეც არ მაქვს ჯერ ნაყიდი ბილეთი დღეს 5 ცალი უნდა ვიყიდო მინიმუმ აეკზე რაც იყო მაგდენი მოვა

09:36 | 30.07.2013
irakli-dinamo (6)

2-0 მოვიგებთ ესე მგონია

09:22 | 30.07.2013
merabi_73 (116)

ბ.ნ დუშან უჰრინ ბოლომდე მაგენი აქვე უნდა დავახრჩოთ ისე რომ რუმინეთის გზა დაავიწყდეთ დინამოს დიდი იმედი მაქვდა და თქვენიც წარმატებები ბიჭებე

09:13 | 30.07.2013
gancxadeba.do.am (52)

[bstripslashes((strlen('http://gancxadeba.do.am/')>0?']http://gancxadeba.do.am/':']http://gancxadeba.do.am/'))

04:38 | 30.07.2013
maradonna (4306)

მიდი დინამო უნდა მოიგოთ

01:35 | 30.07.2013
monkey (1086)

ხვალ სეთურიძეს გაუჭირდება ფლანგზე სწრაფი რუმინელების შეჩერება

01:33 | 30.07.2013
nijaradze30 (287)

მიდი გოგა არადა მეც გოგა მქვია

01:14 | 30.07.2013
levani82 (41682)

xarakirii..
იყო თამაშები მაქსიმუმი ფასი 50 ლარი, რომ ღირდა

00:28 | 30.07.2013
livegio (204)

საფრანგეთმა გაუტანა და მოიგო ))))))) მე მაინც სერბეთი მგონია ჩემპიონი, ისე ორივე ფინალისტი ჩვენი ჯგუფიდან რომ არის ეგ კარგია

მეტის ნახვა
0.112465