ფეხბურთი

19:27 | 14.06.2014 | ნანახია [] - ჯერ

დროგბას იტალიაში ელიან

ბოლო დროს თურქული მედია, კოტ დივუარის და აწ უკვე "გალათასარაის" ყოფილ თავდამსხმელ დიდიე დროგბას შესახებ ბევრს წერს. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, 36 წლის ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, "იუვენტუსთან" ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს და ჯამში 4.5 მილიონ ევროსაც მიიღებს.

მსგავსი ინფორმაცია რამდენიმე კვირის წინაც გავრცელდა, თუმცა ტურინელთა გენერალურმა დირექტორმა ბეპე მორატამ დიდიე დროგბას მიწვევის ფაქტი უარყო.

კოტ დივუარელი თავდამსხმელი ამჟამად ბრაზილიაში ეროვნულ ნაკრებთან ერთად იმყოფება და ახალი კლუბის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ 36 წლის ცენტრალურ თავდამსხმელს "გალათასარაისთან" კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. დიდიე დროგბამ თურქულ კლუბში სულ 53 მატჩი ჩაატარა და 20 გოლიც გაიტანა.

 

გიორგი ბალახაძე

0.118031