ფეხბურთი

14:43 | 3.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

დროგბა “ჩელსიზე” ალაპარაკდა

სტამბოლის “გალათასარაის” 35 წლის თავდამსხმელმა დიდიე დროგბამ ბრიტანელ ჟურნალისტებს დაუდასტურა ახლახან გავრცელებული ინფორმაცია, რომ შეიძლება ლონდონის “ჩელსიში” დაბრუნდეს, ოღონდ აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ.

“ჯერ “გალათასარაის” ფეხბურთელი ვარ და მისთვის ბოლომდე უნდა დავიხარჯო. კონტრაქტის ამოწურვისა და აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ კი ალბათ მართლაც “ჩელსის” დავუბრუნდები, ოღონდ ჯერ ვერ გეტყვით, სამწვრთნელო შტაბში თუ სხვა თანამდებობაზე. ამ კლუბთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს. ლონდონში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში”, – განაცხადა დიდიე დროგბამ.

 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.114317