ფეხბურთი

13:46 | 15.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“დნიპრომ” შეკრებაზე სამივე ქართველი წაიყვანა

 

დნეპროპეტროვსკის “დნიპრო”, სადაცა ჯაბა კანკავა, სანდრო კობახიძე და უჩა ლობჟანიძე გამოდიან, ოთხშაბათ დილას შეკრებაზე ესპანეთის ქალაქ მარბელიაში გაემგზავრა.

საფეხბურთო კლუბ “დნიპროს” ოფიციალური ვებგევრდის ინფორმაციით, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ხუანდე რამოსმა შეკრებაზე სამივე ქართველი ლეგიონერი წაიყვანა.

აქვე გეტყვით, რომ უკრაინის პრემიერლიგის საშემოდგომო ეტაპზე ხსენებული სამეულიდან მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მხოლოდ კანკავას ჰქონდა, რომელიც “დნიპროში” ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ლობჟანიძე გუნდის სასეზონო განაცხადში საერთოდ არ იყო, ხოლო კობახიძეს მოედანზე გასვლა იშვიათად უწევდა.

“დნიპრო” შეკრებაზე 15 დღე დარჩება და ოთხ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს.


სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113286