როდესაც ქვეყანა ნაკლები პრობლემებით ცხოვრობს, ასეთ ქევყანაში მცხოვრები ადამიანები ათასგვარ გასართობ საშუალებას იგონებენ, ერთფეროვანი ცხოვრება რომ გაიხალისონ. და არამხოლოდ კონკრეტული ადამიანები...
ინგლისში, ერთ-ერთმა სოციოლოგიურმა კვლევითმა ორგანიზაციამ ჩაატარა კვლევა იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი ადამიანის სახელია ყველაზე პოპულარული ბრიტანელ ფეხბურთელებს შორის. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ყველაზე მეტად, რა სახელები ჰქვიათ იქაურ ფეხბურთელებს.
ამ კვლევის მიზანსა და აზრს ნამდვილად ვერ გეტყვით, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ ორმა სოციოლოგმა მთელი ბრიტანეთის ფეხბურთელთა გვარ-სახელები შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ინგლისელ ფეხბურთელთა შორის, ყველაზე მეტს სახელად ჯორჯი ჰქვია. მეორეზე ჯიმ გავიდა, მესამეზე კი დევიდი. საქმე მოვნახეთო, ამ სოციოლოგებმა უნდა თქვან...







