თამაშგარე

11:00 | 8.03.2012 | ნანახია [] - ჯერ

ჯონ ტერი დიდმკერდა ქალებმა დაღუპეს

თითქმის მთელმა ბრიტანეთმა იცის, რომ ლონდონის “ჩელსის“ ინგლისელი ფეხბურთელი ჯონ ტერი დიდმკერდიან ლამაზმანებზე გიჟდება. ჯონი მეორე ცოლსაც გაშორდა და ამჟამად თავისუფალი კაცის ცხოვრებით ტკბება. ტკბება და როდესაც თავისუფალი დრო აქვს, შანსს არ უშვებს ხელიდან, რათა ქალებში გაინავარდოს.

სამი დღის წინ, ჯონ  ტერიმ ერთ-ერთ ინგლისურ ტაბლოიდურ ჟურნალს თავის სექსუალურ გემოვნებაზე გულახდილად ესაუბრა და აღიარა, რომ მისთვის ქალის წარმომავლობაზე, კანის ფერზე, სახეზე და ფეხების სიგრძეზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მკერდის ზომაა. ჯონ ტერის თქმით, ქალის სხეულს მკერდი რომ არ ამშვენებდეს, ზოგადად ქალში  საინტერესო არაფერი იქნებოდა.
ლონდონელი ფეხბურთელის ამ სიტყვების თქმისთანავე, სრულიად ინგლისის ფემინისტურმა მოძრაობამ განგაში და ვაი-ვიში ატეხა. ფემინისტი ქალები ჯონ ტერის ქალთა სქესის ასეთ გაქილიკებას იოლად ნამდვილად არ შეარჩენენ და დიდი შანსია, რომ სასამართლოშიც უჩივლონ. ჯონი ბევრს კი ლაპარაკობს, ყველაფერი ხუმრობით ვთქვიო, თუმცა ფემინისტებს სალაპარაკო მიეცი და...
 
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.092253